მაისი 17, 2024 15:51

„საუკეთესო სტილისტი – 2022“ – ლანა ნალბანდიშვილი

„ლიდერ ქალთა საზოგადოება“ ნომინაციაში „საუკეთესო სტილისტი – 2022“ წარმოგიდგენთ ლანა ნალბანდიშვილს.

ლანა გამოკითხვის შედეგად თავის რეგიონში ერთხმად, კონკურენციის გარეშე, უპირობო ლიდერად დაასახელეს გორის რაიონში საუკეთესოდ თავის საქმეში.

ლანა ამბობს, რომ არცერთ სხვა პროფესიაზე არ უფიქრია:

  • 17 წელია ვმუშაობ სილამაზის სალონში. ბავშობიდან მინდოდა სტილისტად მუშაობა , სკოლაში რომ ეკითხებან ბავშვებს, ვინ უნდა გამოხვდეო, მე ვამბობდი სალონში უნდა ვიმუშაო-მეთქი! მინდოდა მქონოდა სალონი და ცნობილი გავმხდარიყავი ჩემ სფეროში და დღესდღეობით ეს ოცნება მიღწეულია, რაც უზომოდ მაბედნიერებს.

ამბობს, რომ 17 წლიანი გამოცდილების მიუხედავად მუდმივად ცდილობს განვითარდეს,მუდმივად აითვისოს ის სიახლეები, რომელიც ინერგება თავის საქმიანობაში:

  • ამდენწლიანი გამოცდილების მიუხედავად, ვცდილობ, არ გავჩერდე და მუდმივად ორიენტირებული ვარ სიახლის სწავლაზე, ვცდილობ, განვვითარდე ვიარო ტრენინგებზე და სულ პატარა ახალი ნიუანსიც რომ ვისწავლო, ძალიან გახარებული და კმაყოფილი ვარ ხოლმე. აბსოლიტურად ღია ვარ ახალი ინფორმაციების, სწავლებისთვის. არ ვფიქრობ,  რომ ვინმეზე უკეთესი ვარ, ეს მიდგომა მეხმარება, რომ ნებისმიერი სტილისტისგან, თუნდაც დამწყებისგან, ვისწავლო რამე.

ამბობს, იმას, რომ წარმატებული სტილისტია, სასიხარულოსთან ერთად სტრესულიც არის და ხშრად უქმნის დროის დეფიციტს, თუმცა საკუთარი ძალისხმევის ხარჯზე მაინც მშვენივრად ათავსებს ყველაფერს:

  • იყო პროფესიონალი და გყავდეს ბევრი მომხმარებელი, ეს ნიშნავს, რომ თითქმის არ გქონდეს პირადი ცხოვრება, არ გქონდეს დრო ოჯახის წევრებისთვის, მეგობრებისთვის, ჩემი ახლობლები ხშირად მსაყვედურობენ, რომ ჩემთვის უმთავრესი სამსახურია, თუმცა ცდილობენ გამიგონ, რადგან იციან, რამდენად მიყვარს ჩემი საქმე. მეც ვცდილობ დრო ისე გავანაწილო, რომ არცერთი მხარე არ დავაზარალო.

მიაჩნია, რომ ქალისთვის შეუძლებელი არაფერია, რადგან ქალი არათუ სუსტი სქესი, არამედ ყველაზე ძლიერი ქმნილებაა ამ ქვეყნად.

ამბობს, რომ ნებისმიერ პროფესიაში აუცილებელია, მთლიანად მიუძღვნა თავი საქმეს. ასეთ შემთხვევაში წარმატება გარანტირებულია.

 

  • წარმატებისთვის ყოველთვის მთავარია დაისახო მიზანი და იყო ძალიან შრომისმოყვარე. ჩემს საქმიანობაშ კი ყველაზე მთავარია, რომ გქონდეს ღიმილიანი სახე და შეიყვარო ყველა შენი კლიენტი, გახდე და გაიხადო ოჯახის წევრად, გულწრფელად უნდა ინტერესდებოდე მათი ყველაზე მნიშვნელოვანი ამბებით და გიხაროდეს და წუხდე მათთან ერთად.

 

ამბობს, რომ ცდილობს ყოველთვის ყველას გაუზიაროს საკუთარი გამოცდილება და უთხარას,რომ შეუძლებელი არაფერია.

  • ქალები ყველაზე მაგრები ვართ და მონდომების შემთხვევაში ყოველთვის ვიღებთ იმას, რასაც ვიმსახურებთ. შრომა,შრომა და კიდევ შრომა, ღიმილთან ერთად ეს არის ყველაზე მთავარი.

მიიჩნევს, რომ საზოგადოებაში მეტად მიღებულები არიან აქტიური და თავდაჯერებული ქალბატონები და ურჩევს მათ:

  • იყავით თავდაჯერებულები, აუცილებლად ეცადეთ გქონდეთ თქვენი საქმე, თქვენი პირადი სივრცე, იყავით რეალიზებულები ნებისმიერ პროფესიაში, რასაც აირჩევთ, ეს ყოველივე აუცილებლად გამოგივათ თავდაუზოგავი შრომისა და მონდომების შედეგად და შედეგი კი მოგიტანთ დაფასებას და აღიარებას გარშემომყოფების, საზოგადოების მხრიდან!

კომენტარის დატოვება