მაისი 17, 2024 13:03

„წლის წარმატებული ლაზეროთერაპევტი აჭარის რეგიონში- 2022“ – ანა აჟიბა

„ლიდერ ქალთა საზოგადოება“ ნომინაციაში „წლის წარმატებული ლაზეროთერაპევტი აჭარის რეგიონში- 2022“ წარმოგიდგენთ ქალბატონ ანა აჟიბას.

ანა, პროფესიით რადიოლოგია, დამთავრებული აქვს ბათუმის სამედიცინო აკდემია. სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგად გამოვლენილ ერთ-ერთ საუკეთესო ესთეტიკურ კლინიკაში  „მედინი“ გადიოდა ლაზეროთერაპიისა და წამწამების ღეროვანი დაგრძელების კურსს. შესაბამისად, ამავე კლინიკაში მუშაობს ლაზეროთერაპევტის პროფესიით და საკმაოდ წარმატებულად, რადგან უამრავი კმაყოფილი მომხმარებელი ჰყავს, რომლებიც უაღრესად დადებითად ახასიათებემ მას, როგორც პიროვნებასა და პროფესიონალს.

სილამაზის სფეროში ჩართულ თავად უმშვენიერეს ანას, სურს დახელოვნდეს ამ სფეროს სხვადასხვა მიმართულებაში და იზრუნოს ქალბატონების სილამაზესა და გარეგნობაზე:

  • უკვე სამი წელია ვარ ლაზეროთერაპიის სფეროში და ვფიქრობ, საფუძვლიანად შევისწავლე აღნიშნული პროფესია,თუმცა მუდმივად ვარ მოტივირებული განვვითარდე, შევისწავლო და ავითვისო ესთეტიკური მედიცინის სფეროს სიახლეები და ზოგადად, ჩემი მიზანია, რომ საფუძვლიანად შევისწავლო ესთეტიკური სფერო, ამიტომაც ამ პროფესიებთან ერთად ახლა დამწყები სპეციალისტი ვარ კოსმეტოლოგიაში.

მიაჩნია, რომ რომ ინტერესთან და საქმის სიყვარულთან ერთად აუცილებელია გვქონდეს მიზანი, რომლისკენაც თავდაუზოგავად უნდა მიისწრაფოდე:

  • წარმატების მისაღწევად ყოველთვის, ყველგან და ყველაფერში მთავარია მონდომება და მიზანი, რომ მაქსიმალურად თავდაჯერებულად მიიღო გადაწყვეტილებები შენს არჩეულ გზებზე. ბოლომდე უნდა მიჰყვე შენს მიზნებს, არ შეუშინდე მრავალფეროვნებასა თუ მიზნისკენ მიმავალ გზაზე შეხვედრილ სირთულეებსა და დაბრკოლებებს და აუცილებლად გამოგივა ის, რისთვისაც იბრძვი!

მიაჩნია, რომ მისი მთავარი მიღწევა არის მიზანდასახულობა და სიძლიერე, რომელსაც ხშირად ავლენს მიღებულ გადაწყვეტილებებში.

მიაჩნია, რომ მიუხედავად იმისა, რომ საუკუნეების მანძილზე ქალებს სუსტ სქესად აღიარებენ, მათ მაინც შეძლეს დაემტკიცებინათ რომ ისინი არათუ სუსტები, არამედ ძალიან ძლიერებიც კი არიან და თანდათან საზოგადოებაც აღიარებს ამას.

მიაჩნია, რომ ქალს განსაკუთრებული უნარი აქვს, მარტივად იპოვოს პრობლემიდან გამოსავალი და მიაღწიოს სასურველ შედეგს.

ქალებს ურჩევს, არ დაზოგონ ძალები და დაამტკიცონ, რომ მათი შესაძლებლობები უსაზღვროა:

  • მოვუწოდებ ქალბატონებს,ჩემს კოლეგებს, ყველანაირად შევეცადოთ, რომ დავუმტკიცოთ ჩვენი შესაძლებლობები საზოგადოებას, ჩავდოთ მაქსიმუმი ჩვენი მიზნების მისაღწევად! ცხადია, ცუდია, რომ ამ საზოგადოებაში ჯერ კიდევ გვიწევს რაღაცების დამტკიცება, მაგრამ ჩვენ თუ არა, სხვა ამას არ გააკეთებს, ამიტომ ისევ ქალებს გვმართებს, ვიბრძოლოთ საკუთარი უფლებებისთვის!

კომენტარის დატოვება