მაისი 20, 2024 03:39

„ლიდერ ქალთა საზოგადოების“ სპონსორია ყვავილების ქართული ბრენდი „ამბორი“

კომპანიის სახელიც და ლოგოც ქართულ შინაარსს ატარებს და ქვეტექსტი გახლავთ ემოციური და ახლო კავშირი მომხმარებელთან, მის სურვილებთან და ხასიათთან.

  • სახელი შინაარსმა განაპირობა, ამბორი ხომ პატივისცემას და სიყვარულს გამოხატავს. გვსურს, ემოციური კავშირი დავამყაროთ მომხმარებლებთან, ჩვენი ნამუშევრებით მათ აზრებისა და ემოციების გამოხატვაში დავეხმაროთ. -ამბობენ დამფუძნებლები და მათი თაიგულებით ამ ყველაფრს მიღწევა მართლაც შესაძლებელია, რადგან თითოეულ მათგანზე პროფესიონალი ფლორისტების მიერ არის ნაფიქრი, სათუთადაა შერჩეული და შეხამებული თითოეული ყვავილი და საბოლოო შედეგი ზუსტად გადმოსცემს იმ აზრსა თუ ემოციას, რის გამოსახატავადაც არის განკუთვნილი თაიგული.

 

ამბორი 2022 წლის იანვარში დაარსდა. კომპანიას სამი დამფუძნებელი ჰყავს: ნინო ჯანელიძე, სალომე ლაფერაძე და ლიკა ბუტიკაშვილი.

 

კომპანიის დაარსების იდეა, ამბორის მთავარ დიზაინერს, სალომე ლაფერაძეს ეკუთვნის. ინსპირაცია იყო ორი მეგობრის ისტორია (უცხოურ ბაზარზე), რომლებმაც ჩამოაყალიბეს საკმაოდ წარმატებული, ტრენდული და განსხვავებული ბრენდი. ასევე ფლორისტიკისა და ხელოვნების სფეროს გაერთიანების უსაზღვრო სურვილმა იმოქმედა. ამ იდეის ხორცშესხმას ხელი შეუწყო წარმატებულმა და არაჩვეულებრივმა ადამიანმა ნინო ჯანელიძემ და ერთად შეძლეს შეექმნათ კომპანია, რომელიც საზოგადოებას სთავაზობს სრულ მომსახურებას ფლორისტიკური დიზაინის მიმართულებით.

ბაზარზე არსებული სხვა კომპანიებისაგან „ამბორს“ ერთი შეხედვითაც გამოარჩევთ განსაკუთებული, ინდივიდუალური დიზაინისა და მომხმარებლებთან ურთიერთობის სტილით. მათთან ურთიერთობა თქვენი სურვილის ზუსტად გაგებასა და შესრულებასთან ერთად კომფორტული და სასიამოვნოცაა.

 

  • შინაარსი, ემოცია, შემოქმედებითი მიდგომა და ინდივიდუალიზმი -ეს არის ჩვენი ხელწერა, ჩვენს ნიშად და უპირატესობადაც ეს მიგვაჩნია, რაც ყველა ჩვენს საავტორო ნამუშევარში იგრძნობა. რაც მთავარია, გვინდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენ არ ვყიდით ყვავილს, არამედ ვქმნით განწყობას, რომელიც მოაქვს ინდივიდუალურად ყველა ყვავილსა თუ მცენარეს თავისი ფერით, არომატითა და ხასიათით.- ამბობენ „ამბორის“ ხელმძღვანელები.

 

„ამბორის“ დამფუძნებლები ქალბატონები არიან, შემდგარი, რეალიზებული ქალბატონები, შესაბამისად, მათ ზუსტად ესმით დღევანდელ რეალობაში რამდენად მნიშვნელოვანია, ქალთა როლის გაზრდა, მათი მაქსიმალური ჩართულობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში. შესაბამისად მიაჩნიათ:

  • ნებისმიერ საზოგადოებაში, გენდერული როლი განსაზღვრულია სოციო-კულტურული ნორმებით და სხვადასხვა კულტურის მიერ განპირობებულ ქცევებს გულისხმობს, თუმცა თანამედროვე მსოფლიოში ქალის როლი მნიშვნელოვნად და უკეთესობისკენ შეიცვალა. გარდა იმისა, რომ ქალი არის ოჯახზე და შვილებზე მზრუნველი, ასევე წარმატებული და ფინანსურად დამოუკიდებელია. რაც შეიძლება მეტი შემდგარი, რეალიზებული და ბედნიერი ქალი ჭირდება ჩვენს საზოგადოებას, რაც, ვფიქრობთ, ხელს შეუწყობს ქვეყანას განვითარებისკენ მიმავალ გზაზე.

 

ყვავილების ადრესატები ძირითადად ქალბატონები არიან. ყვავილებს მოაქვთ მათთვის განწყობა, ემოცია. ქალებს ქალების ემოციების გაგება ყველაზე უკეთ შეუძლიათ, ამიტომ „ამბორის“ შემქმნელები მთელს სულს და გულს დებენ თაიგულებში სხვების გასაბედნიერებლად. სურთ რაც შეიძლება მეტი ქალი იყოს ბედნიერი, შემდგარი და წარმატებული:

  • ყველა ქალს ვუსურვებთ წარმატებას, საკუთარი თავის რწმენას და გამბედაობას მათი მიზნების თუ ოცნებების ასახდენად.

https://www.facebook.com/ambori22

https://www.instagram.com/ambori_official/

TEL: 577 68 87 63

Mail: Amboriart@gmail.com

მისამართი: დავით გამრეკელის ქ. #3

 

კომენტარის დატოვება