ნოემბერი 24, 2024 03:16

„საუკეთესო მედიამენეჯერი ქალი-2022″ დაჯილდოვდა თინათინ ბერძენიშვილი

ქართველი ჟურნალისტი და მედიამენეჯერი, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი. არის ევროპის მაუწყებელთა კავშირის გენდერული თანასწორობის ჯგუფის ხელმძღვანელი, ევროპის მაუწყებელთა კავშირის მედიაკომიტეტის წევრი.

მან 2002 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამაგისტრო პროგრამა კინოს და სატელევიზიო მედიის ექსპერტი. 2022 წელს დაასრულა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, სადაც მიენიჭა მასობრივი კომუნიკაციის დოქტორის ხარისხი.

მედიის და მარკეტინგული კომუნიკაციის სფეროში მუშაობის 20 წელზე მეტი გამოცდილება. მედია მენეჯმენტის, სტრატეგიული დაგეგმვის, დიგიტალური მედიის და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით მუშაობის დიდი გამოცდილება. საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ბიზნეს და არასამთავრობო სექტორთან ეფექტური კომუნიკაციის გამოცდილება, როგორც საქართველოში, ასევე ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, ეს სრული ჩამონათვალი არ გახლავთ იმ შესაძლებლობებისა, რაც მას რეალურად გააჩნია

1997-1999 წლებში ჟურნალისტად მუშაობდა გაზეთ „ქართული ფილმში“.

1999-2000 წლებში იყო ტელერადიო კომპანია „აუდიენციას“ ჟურნალისტი.

2000-2003 წლებში იყო ამავე სტუდიის გადაცემა „მეალომანიას“ ავტორი და ხელმძღვანელი.

2001-2003 წლებში იყო ART-IMEDI ვიდეო პროდუქციის მენეჯერი.

2003 წელს ტელეკომპანია „იმედზე“ მიჰყავდა გადაცემა „კლიპ-ლოტო“.

2006-2009 წლებში აზერბაიჯანში სადაზღვევო-საბროკერო კომპანია NLI LTD-ის PR მენეჯერი იყო.

2012-2013 წლებში საზოგადოებრივ მაუწყებელზე მიჰყავდა რამდენიმე გადაცემა.

2011-2014 წლებში იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, 2014-2015 წლებში კი ამავე ორგანიზაციის მარკეტინგის დეპარტამენტის დირექტორი.

2015-2016 წლებში იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის მედიის და კომუნიკაციების ბლოკის დირექტორი.

2016 წლის 21 ნოემბრიდან 2017 წლის 6 იანვრამდე ასრულებდა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოვალეობას.

2017 წლის 6 იანვრიდან 2020 წლის 18 აგვისტომდე იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე და მედიის და კომუნიკაციების ბლოკის დირექტორი. 2019 წლის 4 აპრილს დაინიშნა ევროპის მაუწყებელთა კავშირის გენდერული საკითხების ჯგუფის ხელმძღვანელად. ამავე დროს, არის ევროპის მაუწყებელთა კავშირის მედიაკომიტეტისა და ცენტრალური ევროპის ქვეყნების კომიტეტის წევრი. 2020 წლის 18 აგვისტოდან 2020 წლის 25 სექტემბრამდე იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი.

2020 წლის 25 სექტემბერს, თინათინ ბერძენიშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ გენერალურ დირექტორად აირჩია. ხოლო  „ლიდერ ქალთა საზოგადოებამ“  დააჯილდოვა ნომინაციაში „საუკეთესო მედიამენეჯერი ქალი-2022″.

კომენტარის დატოვება