აპრილი 23, 2024 13:57

ნომინაციაში „საუკეთესო მედია მენეჯერი ქალი-2022“ ჯილდო გადაეცა ქალბატონ მაკა ლომიძეს

ლიდერ ქალთა საზოგადოებამ  ნომინაციაში „საუკეთესო მედია მენეჯერი ქალი-2022“ ჯილდო გადასცა ქალბატონს, რომელსაც სხვადასხვა ტელევიზიაში მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის 19-წლიანი გამოცდილება აქვს.ის რამდენიმე წლის განმავლობაში იკავებდა „პალიტრანიუსის“ გენერალური პროდიუსერის თანამდებობას.რეიტინგული არხის, ტელეკომპანია „იმედის“ გენერალურ დირექტორს,  ქალბატონ მაკა ლომიძეს.

ქალბატონი მაკა გახლავთ სატელევიზიო პროექტების ავტორი , ვიზუალური ეფექტების რეჟისორი, დოკუმენტური ფილმების და სარეკლამო რგოლების  პროდიუსერი.

ის  2004  წლიდან  სტუდია  “LIBERTV”-ის  დამფუძნებელი და  დირექტორია;

2006 წლიდან კი “CG STUDIO” კრეატიული დირექტორი, 2019 წლიდან კი გახლავთ კინოკომპანია “Wagonnet Films,” -ის დამფუძნებელი.

„იცით თუ არა, რომ პირველი პროდიუსერი ჩექმებიანი კატა იყო?! შარლ პეროს ზღაპარში ყველაზე უკეთ ჩანს, როგორ შეიძლება ნებისმიერი რამ ბაზრისთვის მოთხოვნად პროდუქტად აქციო. იდეების გენერირება, ჯგუფის დაკომპლექტება, გადაღების პროცესის მართვა, პროექტის ნიშნულის ანალიზი, ერთი სიტყვით – ხელოვნებას + არითმეტიკა- ეს პროდიუსინგია…

პროდიუსერი კი ყველაზე საინტერესო და მოთხოვნადი პროფესია. – ამბობს ქალბატონი მაკა.

მისი კარიერული წინსვლა მოიცავდა თითქმის ყველა მთავარ სატელევიზიო სივრცეს. წლების განმავლობაში იგი  რამდენიმე წამყვანი არხის გენერალური პროდიუსერი იყო.

მაკას ხელმძღვანელობით გადაღებულია ფილმები:

  • „ზარი“, რომელიც 2014 წელს შეიქმნა იუნესკოს ეგიდით;
  • „პირველი იყო სიმღერა“, რომელიც 2011 წელს დაჯილდოვდა საერთაშორისო სატელევიზიო და ფილმოგრაფიულ ფესტივალზე – Golden Prauge  და  ა.შ

2021 წლის ივლისში ქალბატონი მაკა დაინიშნა ტელეკომპანია „იმედის“ გენერალურ დირექტორად.

  • ალბათ „იმედმა“ იმიტომ გაუძლო ამდენ რამეს, რომ ყოველთვის ჰქონდა ღირებულებები და იყო მათი ერთგული. მე ძალიან ამაყი ვარ, რომ მემკვიდრეობით მერგო და ვცდილობ შევინარჩუნო ის ღირებულებები, რომლებიც ამ არხს აქვს. ჩვენ სხვა ტელევიზიებს კონკურენტებად არა, კოლეგებად აღვიქვამთ, არასოდეს გვაბრაზებთ მათი პროექტების გამარჯვება და პირიქით, ეს გამოწვევაა ჩვენთვის. ჩვენი მთავარი ღირებულება კი ჩვენი კოლეგების პატივისცემაა.“ – ამბობს ქალბატონი მაკა ტელეკომპანია იმედის ღირებულებებისა და კონკურენტ ტელევიზიებთან დამოკიდებულებაზე საუბრისას.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.