მარტი 19, 2024 13:25

ირმა ხეცურიანი დაჯილდოვდა ნომინაციაში „საუკეთესო მოფარიკავე ქალი-2022“

წარმატებული ქართველი მოფარიკავე, საუკეთესო ეტლით მოფარიკავე ქალის ტიტულის მფლობელი, მსოფლიო თასის გამარჯვებული. მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატების  ვერცხლის მედალოსანი. ევროპის ჩემპიონატებისა და მსოფლიო თასის გათამაშების არაერთგზის მონაწილე და სხვადასხვა სინჯის მედლების მფლობელი ქალბატონი ირმა ხეცურიანი „ლიდერ ქალთა საზოგადოებამ“ დააჯილდოვა ნომინაციაში „საუკეთესო მოფარიკავე ქალი-2022“

ირმა ხეცურიანი  დაიბადა 1985 წლის  18 სექტემბერს სოხუმში.

მან  2017 წელს საუკეთესო ეტლით მოფარიკავე ქალის ტიტული მოიპოვა.2017 წელს ნიდერლანდებში გახდა ახალგაზრდებს შორის მსოფლიო თასის გამარჯვებული. ასევე  მსოფლიო თასის გამარჯვებული  გახდა 2017 წელს პოლონეთში.

ის გახლავთ  მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატების  ვერცხლის მედალოსანი, ასევე  2018 წლის მსოფლიო თასის გათამაშების გამარჯვებული.

მან 4 წლის განმავლობაში მოიპოვა 9 ოქრო, აქედან 8 მსოფლიო თასის ტურნირებზე.

  • რასაც მოინდომებ, ყველაფრის გაკეთებაა შესაძლებელი. ახლა ვხვდები რომ ფარიკაობამ საერთოდ სხვა განზომილებაში, სხვა პლანეტაზე წამიყვანა- ეს მისი სიტყვებია.

 

2022 წლის დეკემბერში ვარ­შა­ვა­ში ეტ­ლით ფა­რი­კა­ო­ბა­ში ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე რა­პი­რით ას­პა­რე­ზო­ბა­ში ტურ­ნი­რის ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში ირმა ხე­ცუ­რი­ან­მა უკ­რა­ი­ნელ მო­წი­ნა­აღ­მდე­გეს, ოლგა იე­სი­ნას ან­გა­რი­შით 15:2 მო­უ­გო. ქარ­თველ­მა მო­ფა­რი­კა­ვემ ფი­ნალ­ში ამა­ვე სხვა­ო­ბით იტა­ლი­ე­ლი სპორ­ტსმე­ნი, ბი­ა­ჯი­ნი და­ა­მარ­ცხა და ოქ­როს მე­და­ლი მო­ი­პო­ვა.

ის ასევე გახდა ხმლით ფარიკაობაში ვაშინგტონის მსოფლიო თასის ოქროს მედლის მფლობელი.

 

ირმა ხეცურიანი ასევე აქტიურად იცავს ეტლით მოსარგებლე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებს. ცდილობს. იყოს მათთვის მაგალითი და ყოველთვის ღიად ილაშქრებს მათი უფლებების შელახვის ფაქტებზე.

 

  • ყოველდღე ვსწავლობთ, როგორ გადავრჩეთ მეორე დღისთვის. ის განსაცდელი, რაც შეცვლილმა მდგომარეობამ მოგვივლინა, ჩვენი დასაძლევია და ყოველდღიურად გვიწევს ყველანაირი ბარიერის გადალახვა, რომ გავაგრძელოთ ცხოვრება ღირსეულად და სრულფასოვნად. ზოგადად ყოველთვის პროდუქტიულები ვართ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები. ძალიან დიდ შრომასა და ძალისხმევას ვდებთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები იმისთვის, რომ მივცეთ მაგალითი ჩვენ უკან მდგომ ახლად შეცვლილი მდგომარეობის მქონე ადამიანებს. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე თემის წინაშე, ყოველთვის ფრთხილად მოვეკიდეთ სიტყვებს, რადგან სიტყვას ძალიან დიდი ძალა აქვს, როგორც აშენებს, ისე ანგრევს.- განაცხადა მან ერთ-ერთი მსგავსი შემთხვევის კომენტირებისას.

 

ის არის ადამიანი, რომელიც ყოველთვის ამტკიცებს, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს და მონდომება, ბრძოლა, სურვილი და შემართება  ყველა დაბრკოლებას დაძლევს.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.