ნოემბერი 24, 2024 15:38

ნომინაციაში „ლიდერი ესთეტიკური მედიცინის ცენტრი -2022“ წარმოგიდგენთ ესთეტიკური მედიცინის ცენტრსა და აკადემია  “ენდორფინს”

„ლიდერ ქალთა საზოგადოება“ ნომინაციაში „ლიდერი ესთეტიკური მედიცინის ცენტრი -2022“

წარმოგიდგენთ ესთეტიკური მედიცინის ცენტრსა და აკადემია   “ენდორფინს”.

კლინიკა ენდორფინი

და მის დამფუძნებელსა და ხელმძღვანელს ქალბატონ
ნათია ჩიქოვანს.

კლინიკა ენდორფინი და ენდორფინის აკადემია დაარსდა 2015 წელს. კლინიკის სახელწოდების იდეას, ქალბატონი ნათია ასე განმარტავს:

• ენდორფინი – ადამიანის ორგანული ჰორმონია,რომელიც ორგანიზმში გამომუშავდება სიამოვნების ,ბედნიერების დროს ამიტომ მას ბედნიერების ჰორმონს უწოდებენ. ესთეტიკური კლინიკის, რომელზეც ვოცნებობდი, მთავარი საფუძველი უნდა ყოფილიყოსწორედ ის ემოცია ,რომელსაც ვუყურებ უკვე 8 წელია ჩვენს მომხმარებლებში. სიხარულის, და აღტაცების განცდა ,რომლის საფუძველია თავდაჯერების, ცვლილებისა და გარდასახვის მწველი სურვილი. ამ სახელწოდების შერჩევის მთავარი მოტივაცია სწორედ ეს ემოცია იყო.

• კლინიკა ენდორფინის შექმნის იდეას საფუძვლად უდევს ჩემი ოცნება, შევცვალო ქალბატონების ცხოვრება უკეთესობისკენ. ჩვენი სლოგანიც ამას გამოხატავს Themost effective transformation of excellence- ეფექტური გარდასახვა სრულყოფილებისკენ.

• მოგეხსენებათ შინაგანი მდგომარეობის ცვლილებებით იწყება ირგვლივ გარემოს ცვლილება, ეს ცვლილებები ხშირად ვიზუალური ცვლილებებითაც იწყება ან მერე გარდაქმნას მოყვება ხოლმე ფეხდაფეხ. სწორედ ეს გზა გავიარე თვითონ მე, ვიდრე ამ ყველაფერს შევქმნიდი.

• მუდმივი საკუთარ თავზე მუშაობა, შედეგსა და პროცესზე დაკვირვება. თუ შევძელი მე, სხვასაც შევაძლებინებ – სწორედ ეს აზრი ედო საფუძვლად აკადემია ენდორფინის შექმნასაც.

„ენდორფინის“ აკადემიას უამრავი ქალბატონის დახელოვნებაში მიუძღვის წვლილი ესთეტიკის განხრით. თამამად შეიძლება ითქვას, რომ უშუალოდ ქალბატონი ნათიას მოსწავლეთაგანაა დაკომპლექტებული უამრავი ესთეტიკური ცენტრისა თუ სილამაზის სალონის სტაფი.
„ენდორფინის“ აკადემია შესანიშნავ შანსს აძლევს ყველა იმ ქალბატონს, რომელსაც ამ საკმაოდ პოპულარულ და მოთხოვნად პროფესიაში უნდა ბედის ცდა. უხსნის ახალ შესაძლებლობებს.

• სტატისტიკურად ჩვენთან პროფესიის შეცვლის სურვილით მოდის 30-დან 55 წლამდე ქალბატონები,რომლებსაც გაუცრუვდათ არსებულ პროფესიაში იმედი,ან ამოწურეს თავიანთი რესურსი ძველ პროფესიაში. ყოველდღიურობისგან დაღლილები ,იმედგაცრუებულები,წვალებით გავლილი წლების მერე შიშით იღებენ გადაწყვეტილებას, რომ შეცვალონ რეალობა საკუთარი ფინანსური დამოუკიდებლობის გზით, მოდიან ჩვენთან.

• ჩვენი გუნდის თითოეული წევრი დიდ შრომასა და ძალისხმევას დებს ყოველი სტაჟიორის არამხოლოდ პროფესიული განვითარებისა და დასაქმების საქმეში , არამედ ფსიქოლოგიური კუთხითაც უწევენ დიდ სამსახურს. ამ მიდგომებით ჩვენ ქვეყანას შევძინეთმრავალი წარმატებული ესთეტიკურ სფეროს სპეციალისტი , კოსმეტოლოგი, პერმანენტული მაკიაჟის სპეციალისტი,ექიმი ინექციონისტი, ლაზეროთერაპევტი, წამწამების , მანიკურ-პედიკურის, მასაჟის სპეციალისტი. თავად არიან წარმატებული ბიზნესის მფლობელები და სხვებისთვის გამოცდილების გამზიარებელნი.
ქალბატონი ნათია მიიჩნევს, რომ თავისი მიზანი მიღწეულია , რადგან ამ ყველაფრის მიზანიც და
იდეაც მდგომარეობდა ქალბატონებში ცვლილებებისა და განვითარების , მატერიალური თავისუფლების და სხვებისთვის გაზიარების შესაძლებლობის შექმნაში.
მიუხედავად მიღწეულისა, მიიჩნევს, რომ ჯერ კიდევ ბევრი აქვს გასაკეთებელი, რადგან მუდმივი ზრდის, სიახლეების, გამოწვევებისა და ახალი მიზნების გარეშე საქმის კეთება და ცხოვრებაც აზრს კარგავს.
ესთეტიკური ცენტრის მთავარი ნიშა არის გამჭვირვალობა და ევროპული დონის ინდივიდუალური მიდგომა თითოეულ მომხმარებელთან და პაციენტთან.

• განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჩემთვის როგორც ლიდერისა და დამფუძნებლისთვის თითოეულ პაციენტთან სპეციალისტის ეთიკას, დახვეწილ და ინდივიდუალურ მიდგომას, რაც გულისხმობს თბილ ლოიალურ და მაღალკვალიფიციურ მიდგომას ყველაზე რთულ და არაკეთილგანწყობილ მომხმარებლებთანაც კი.

• მსგავსი ტიპის მომსახურებისთვის ჩვენი გუნდის წევრები გავდივართ მუდმივ ტრენინგებსა და მასტერკლასებს სხვადასხვა ქოუჩებთან, ფსიქოლოგებთან.
კლინიკას ასევე გამოარჩევს ის, რომ აპარატურა მუდმივად ნახლდება, რაც ნიშნავს ესთეტიკური მედიცინის განვითარების კვალდაკვალ სვლას.

• გაცნობიერებული გვაქვს კონკურენციის არსებობა და ვფიქრობ, ვფლობთ იმ უნარებს რაც ესაჭიროება ჯანსაღ კონკურენციას. ვიცავთ კოლეგიალობის ყველა ეთიკურ ნორმას. ჩვენთან მოსულმა თითოეულმა სხვა სპეციალისტზე ,,გაბრაზებულმა’’ პაციენტმა იცის ,რომ ჩვენ არასდროს არ მივაყენებთ ჩრდილს სხვა კონკურენტ სპეციალისტს.სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ხშირად ეს პირიქით ხდება.

ქალბატონი ნათია თვლის, რომ თანამედროვე ქალმა დღევანდელ რეალობაში უკვე თქვა თავისი სათქმელი.

• პროგრესულად მოაზროვნე,განვითარების ნაკადში მყოფი,თავდაჯერებული ქალი არის ძლიერი ოჯახის მთავარი ფუნდამენტი.ძლიერი ოჯახი კი ქმნის ძლიერ სახელმწიფოს. ცალკე აღნიშვნის ღირსია ქართველი ქალბატონები,რომლებმაც არამხოლოდ საკუთარ თავს, არამედ მთელ სამყაროს აჩვენეს საკუთარი შესაძლებლობები.

• მთავარი, პასუხისმგებლობა უნდა გააცნობიეროს თითოეულმა ქალმა – არსებული ქაოსის დალაგების,უკეთესი მომავლის შენების ,ბედნიერი ოჯახისა და წარმატებული შვილების აღზრდის ერთადერთი გზა არის განვითარებადი, თავდაჯერებული და ცვლილებების გზაზე მავალი ქალი.
ქალბატონი ნათიას მთავარი მესიჯი იმ ქალბატონებს ,რომლებიც ახლა დგამენ პირველ ნაბიჯებს კარიერაში არის ის, რომ აკეთონ მეტი აღმოჩენა საკუთარ თავში, ეძებონ საყვარელი საქმე, ასაკის მიუხედავად.

• კონცენტრირდნენ არამხოლოდ შედეგზე, არამედ პროცესზეც. იყვნენ გუწრფელნი საკუთარ თავთან. უსმინონ მხოლოდ საკუთარ თავს, როდესაც დგებაბწინააღმდეგობის შიშის მომნტი, როცა ფიქრობენ „გამომივა თუ არა?!“- მინდა, იცოდნენ რომ მთავარი ოაზისი ოცნების ასრულებისა სწორედ ამ შიშის ფარდის მიღმაა. წინააღმდეგობას აქვს მხოლოდ ერთადერთი მიზანი- მათი დაძლევის უნარებისა და მეტამორფოზის ჩამოყალიბებისა და გამომუშავებისა.

კომენტარის დატოვება