აპრილი 25, 2024 23:15

“ლიდერ ქალთა საზოგადოების“ სპონსორია კომპანია „სანთელი“

“ლიდერ ქალთა საზოგადოების“ სპონსორია კომპანია „სანთელი“
ბრენდი აწარმოებს ორიგინალური დიზაინის სანთლებს, რომლებიც სოიოს ცვილისა და სურნელოვანი ზეთის ნაზავით არის დამზადებული.
„სანთელის“ დამფუძნებელი ნუკი კოხოძე გვიყვება, რომ ზოგადად ხელოვნების სფერო ბავშობიდან დიდ ინტერესს იწვევდა მასში,უშუალოდ ლამაზი და სურნელოვანი სანთლებისადმი ინტერესის გაჩენა კი დედის დამსახურებაა.
• სკულპტურების, არქიტექტურის ძეგლების და ნახატების თვალიერება ჩემი ერთ-ერთი საყვარელი საქმეა, თინეიჯერობის დროს ვაკეთებდი ჩანახატებსაც, თუმცა შემდეგ რაღაც პერიოდი სწავლასა და კარიერაზე გადართვამ თითქოს გააქრო ეს ჰობი ჩემი ცხოვრებიდან.
• სანთელის იდეა გაჩნდა დედასთან ყოფნის პერიოდში, მას უყვარს ლამაზი ნივთების შეგროვება, თუმცა შევნიშნე, რომ განსაკუთრებული სიფრთხილით ეპყრობოდა თავის ულამაზეს სანთლებს, რომელიც თემატურად, სხვადასხვა დღესასწაულზე გამოაქვს და გამოფენს ხოლმე თაროებზე, დაწვის უფლებას კი არასდროს გვაძლევს. იდეაც ზუსტად აქედან წამოვიდა, მივხვდი რომ ბევრ სახლში შემეძლო გამეჩინა სკულპტურული, სურნელოვანი ნივთები, რომლის მიმართაც მფლობელს განსაკუთრებული დამოკიდებულება ექნებოდა.
• სახელის შერჩევის დროს გვქონდა რამდენიმე იდეა, რომელიც პირდაპირ დაკავშირებული იყო ჩვენს კონცეფციასთან, თუმცა შევარჩიეთ ყველაზე მარტივი, არაორიგალურად ორიგინალური და ყველაფრის მთქმელი სახელი. სანთელი არის ის რასაც ვქმნით და კომპანია ცდილობს ყველა ასოციაცია, რომელიც ამ სიტყვას უკავშირდება, იქნება ეს სიმშვიდე, ემოცია, თუ სილამაზე გადმოიტანოს როგორც პროდუქციაში ასევე მომსახურებაში.
სანთლების წარმოების დაწყებამდე ნუკიმ ერთგვარი ბაზრის კვლევა ჩაატარა და მიხვდა, რომ თავად შეეძლო კონკურენტუნარიანი პროდუქციის შექმნა.
• იდეის მოსვლის შემდეგ დავათვალიერე ქართული ბაზარი, მოვიძიე და მოვიკვლიე ყველა კომპანია რომელიც ამ საქმით იყო დაკავებული და მივხვდი, რომ მე შემეძლო ამეწყო ისეთი კონცეფცია, რომელიც კონკურენტუნარიანი იქნებოდა, თან განსხვავებული და ამასთან საინტერესო და ესთეტიური.
• შემდეგ დავიწყე უცხოური ბაზრის კვლევა, ჩემს დასთან ერთად გამოვიკვლიეთ ვინ, როგორ, რა სახით, რა ხარისხის და შემადგენლობის პროდუქტს აწვდიდა მომხმარებლებს, როგორი შეფუთვით და ა.შ.
• ამის მერე უკვე პროდუქციის მოძიებას შევუდექით, მისი მომზადებისთვის საჭირო დანადგარის და ყველა წვრილმანის რაც კი შეიძლება სანთლის წარმოებას დასჭირდეს. დასაწყებად მხოლოდ ინვესტიცია გვჭირდებოდა. ზუსტად ეს პერიოდი დაემთხვა ჩემს დაბადების დღეს, რომელზეც ყველას ვთხოვე, რომ საჩუქრის მაგივრად თანხა ეჩუქებინათ და ამ თანხით შევიძინეთ პირველი მასალა. ჩემს თავს საჩუქრად ოცნება ავუხდინე.
ნუკი ამბობს, რომ ბაზარზე ფეხის მოკიდება დაბრკოლებებთანაც იყო დაკავშირებული, მაგრამ მომხმარებლის სითბოს, სიყვარულისა და მათი პროდუქციისადმი ერთგულების ფონზე, ეს დაბრკოლებები მარტივი გახდა.
• შეიძლება ითქვას, რომ დღემდე საწყისი ეტაპი გვაქვს, ჯერ კიდევ ბევრი იდეაა განსახორციელებელი, დიდი გზა გასავლელი თუმცა იმედი გვაქვს ჩამოვყალიბდებით ისეთ ძლიერ კომპანიად, რომ ეს პატარა ამბავი ბევრის მამოტივირებელი მაგალითი გახდება მომავალში.
კომპანია „სანთელი“ გამოირჩევა ესთეტიკით, ამაში მათი ფეისბუქ-გვერდის ნახვაც ადვილად დაგარწმუნებთ. ნუკი სანთლის ფოტოებისა და ვიდეოების გადაღებასაც განსაკუთრებულად უდგება. მისი დახვეწილი გემოვნება კარგად ჩანს მათ კონტენტში.
კომპანიის სავიზიტო ბარათია ასევე მომხმარებლებთან უშუალო და მეგობრული კომუნიკაცია.
• პანდემიის პერიოდში ყველას დაგვაკლდა ურთიერთობები, მოგვემატა სტრესი, შფოთვა. თითქოს უფრო მეტი ბარიერი გაჩნდა ადამიანებს შორის და ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად შევამციროთ ბარიერი ჩვენსა და ჩვენს მომხმარებლებს შორის. ისინი ყველაზე მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ამ საქმეში, ხშირად ვაჩვენებთ შიდა პროცესებს, ვუყვებით ჩვენს წინაშე არსებულ გადასაწყვეტ საკითხებზე, ვეკითხებით რა სურთ, რამეს ხომ არ დაამატებდნენ, მაქსიმალურად ჩართული გვყავს პროცესში.
„სანთელს“ გამოარჩევს განსაკუთრებული დამოკიდებულება ხარისხის მიმართ. ისინი სოეციალური კრიტერიუმებით არჩევენ პროდიქციას, რომლითაც სანთელებს ამზადებენ.
• ყველა მწარმოებელი და პროდუქტი რაც სანთელისთვის გამოიყენება არის სერტიფიცირებული და მხოლოდ ამის დამადასტურებელი დოკუმენტის არსებობის შემთხვევაში ჩამოგვაქვს საქართველოში. ჩვენი პროდუქტი, მზადდება 100% სოიოს ცვილისა და სურნელოვანი ზეთის ნაზავით, გვაქვს განსხვავებული ეკო შეფუთვა, სწრაფი მოწოდების სერვისი, სასაჩუქრე ნაკრებები. შეთავაზებები, უამრავი საოცარი ფორმა, რომელიც დანახვისთანავე ქმნის ემოციას და ამას ემატება თავბრუდამხვევი სურნელიც. მოკლედ რომ ვთქვათ ჩვენ მარტივად დასამახსოვრებელი, ესთეტიკის მოყვარული, ემოციური გუნდი ვართ რომელიც მატერიალური გზით ემოციებს, სიყვარულს და სიმშვიდეს ქმნის.
ქალების მიერ შექმნილ ორგანიზაციას, ცხადია განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვთ ქალების, საზოგადოებაში მათი როლის მიმართაც.
• სანთელს ძირითადად წარმოვადგენთ ორი ქალი, შემდგარი, მოტივირებული, დამოუკიდებელი და განვითარებისკენ ორიენტირებული.
საზოგადოებაში ქალების როლზე საუბარიც კი მეუხერხულება, რადგან ეგ იგივეა ავხსნათ რაში გვჭირდება ჰაერი ან წყალი.
• ქალი არის იდეა, გამბედაობა, რისკი და მოქმედება ერთად. თუ მდედრობითი სქესის არსება თავის ძალებს ირწმუნებს მისთვის შეუძლებელი არ არსებობს არცერთი კუთხით, არცერთ საქმეში.
• მიხარია, რომ შეგვიძლია გავერთიანდეთ, დავეხმაროთ და გავაძლიეროთ ერთმანეთი.
ქალებს, რომლებიც ახლა დგამენ ნაბიჯებს ბიზნესსა თუ კარიერაში ნუკი ურჩევს:
• არ შეგეშინდეთ, დაცემა სჯობს უძრავად ყოფნას. აუცილებლად მოსინჯეთ საკუთარი ძალები ყველგან, სადაც გონებას და გულს მიყავხართ. შეცდომები ქმნის ცხოვრებას, მათზე დიდი ხნით არ კონცენტრირდეთ, მიიღეთ გაკვეთილად და გამოცდილებად. საბოლოო ჯამში დაბრკოლებების გადალახვა გვაძლიერებს და გვაყალიბებს, გვმატებს თავდაჯერებულობას და საკუთარი თავის სიყვარულს.
• რაც მთავარია, ერთხელ გაზომეთ და ასჯერ გაჭერით! ხანდახან ჩვენი ფიქრები განვითარებაში ხელს გვიშლის, გადახტით და სადაც გინდათ ჰოპლა იქ დაიძახეთ. არავის უსმინოთ, გამოუვალი მდგომარეობები არ არსებობს. ყველას შეუძლია იყოს ძლიერი და წარმატებული. დაიწყეთ დღეიდან, არავის დაელოდოთ და მხოლოდ საკუთარი თავის იმედი გქონდეთ.
• თქვენ სუპერ გმირები ხართ, რასაც არ უნდა აკეთებდეთ, სადაც არ უნდა იყოთ

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.