აპრილი 26, 2024 19:42

ნომინაციაზე „საუკეთესო რესტორანი და მომსახურება -2022“ წარმოგიდგენთ რესტორან „თაშრეს”

„ლიდერ ქალთა საზოგადოება“ ნომინაციაზე

„საუკეთესო რესტორანი და მომსახურება -2022“

წარმოგიდგენთ რესტორან „თაშრესა“ და მის დამფუძნებელსა და ხელმძღვანელს, ქალბატონ

მაკა ცაბუტაშვილს.

„თაშრე” მეგრული სიტყვაა და ნიშნავს  – “ასეა”.

რესტორანი 2016 წელს დაარსდა და მისი კონცეფცია მეგრული სამზარეულოს თემატიკაა.

  • თავიდან ამ კონცეფციის რესტორნის გახსნის იდეა ემსახურებოდა უნიკალური მეგრული სამზარეულოს ლამაზად, ავთენტურად, თუმცა ორიგინალურად სერვირებასა და მსგავსი სახით მიწოდებას დედაქალაქის მოსახლეობისათვის, ევროპული ინტერიერისა და ქართული, ტრადიციული სამზარეულოს შერწყმას.

თაშრეში მეგრული კერძები უნიკალური და უალტერნატივოა. ნამდვილი, ძველი და ბებიების დროინდელი გემოებია გაცოცხლებული.

თავად აქტიური და წარმატებული ქალბატონი მაკა, მიიჩნევს, რომ ჩვენს საუკუნეში ქალების როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

  • ქალბატონი ამ საუკუნეში ქალების როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ქალის როლი საზოგადოებრივ ცხოვრებაში გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. ჩვენი სამზარეულოც ქალის ხელით არის ის, რაც არის.

ქალბატონი მაკა ყველა ქალს, რომელიც ახლა დგამს პირველ ნაბიჯებს კარიერაში წარმატებას უსურვებს და გამოჰყოფს წარმატებისთვის აუცილებელ თვისებებს:

  • შრომისმოყვარეობა, მოთმინება და პასუხისმგებლობა- ამის გარეშე მიღწული წარმატება ვერ იქნება მდგრადი და სტაბილური!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.