ოქტომბერი 9, 2024 05:29

,,ლიდერ ქალთა საზოგადოებამ” მრავალშვილიანი, სოციალურად დაუცველი ოჯახი მოინახულა

ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე საამაყო ნაწილი ,,საქველმოქმედო ფონდი ბიდისი” და ,,ლიდერ ქალთა საზოგადოება “ორგანიზაციაა რომელიც 2006 წლის ოქტომბერში დაარსდა. დაარსების დღიდან, სხვადასხვა მიმართულებების მიხედვით დავეხმარეთ: 800-მდე სოციალურად დაუცველ ბავშვს , 600-მდე მზრუნველობა მოკლებულ მოხუცს , 200-მდე სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახს.

ყოველთვიური აქტივობებით ჩვენი ფონდი კვლავ აქტიურად აგრძელებს იმ ადამიანების დახმარებას, რომლებიც ამას ყველაზე მეტად საჭიროებენ. ამჯერად ემიგრანტი ქალბატონის, ,,ლიდერ ქალთა საზოგადოების” წევრის მზია წულუკიძისა და ჩვენი ფონდის დახმარებით ორგანიზაციის დირექტორმა ნათია შათირიშვილმა მრავალშვილიანი, სოციალურად დაუცველი ოჯახი მოინახულა და ძირითადი საკვები პროდუქტებით დაეხმარა.

,,ლიდერ ქალთა საზოგადოება” კიდევ ბევრ ადამიანს გაახარებს, რადგან ეს გახლავთ წარმატებული, შემდგარი, ბიზნესმენი თუ სხვადასხვა სფეროში აღიარებულ ქალთა ორგანიზაცია, რომლებიც ერთ დიდ, ძლიერ ძალას წარმოადგენს სხვადასხვა კარგი საქმეების საკეთებლად.

 

,,ლიდერ ქალთა საზოგადოება”-ქალები ერთმანეთისთვის.!

კომენტარის დატოვება