მარტი 28, 2024 13:01

ნომინაციაში ,,სამართლიანობის სადარაჯოზე – 2023” წარდგენილია”ქალბატონი დალი სულაქველიძე

დალი სულაქველიძე გახლავთ განათლებით იურისტი, მან დაამთავრა ბიზნეს სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი, სპეციალობით იგი არის იურისტ-ეკონომისტი.

ქალბატონი დალი 1998 წლიდან საადვოკატო საქმიანობას ეწევა, ის აგრეთვე გახლავთ ადვოკატთა ასოციაციის წევრი, სამართლის დოქტორი.

იურისტობა  არის მისი მეორე სპეციალობა, ქალბატონი დალი სულაქველიძე  არა ერთი საერთაშორისო კონფერენციის და ტრენინგის მონაწილეა.

ქალბატონი დალი მის მიერ დღემდე განვლილ გზაზე გვიყვება:

-მიუხედავად დღემდე გავლილი ურთულესი პროფესიული გზისა, არასდროს დავფიქრებულვარ ჩემ არჩევანზე. ცხოვრების თავიდან დაწყების შემთხვევაში, მაინც ამ არჩევანს გავაკეთებდი.

ძირითადად სისხლის სამართლის საქმის წარმოების მიმართულებით  ვმუშაობ, ბევრია გამოწვევა, ენით აუხსნელი წინააღმდეგობის გადალახვა  გვიწევს. ჩვენი საქმიანობა დანის პირზე სიარულს ჰგავს.

ზოდიაქოთი ვარ ლომი,  ადვოკატობა ჩემი ცხოვრების გამოწვევაა, ამ ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის  განსაზღვრული  ნიშან-თვისებები სრულად პოულობს ასახვას ჩემს ხასიათში, ქმედებაში პირად ცხოვრებაში, რაც მეხმარება ჩემ საქმიანობაში. ბრძოლისუნარიანობაში, შეუპოვრობაში, მიზანსწრაფვაში, დაუმორჩილებლობაში, შედეგის მიღწევაში.

საქმეში წარმატება შენს გონიერებაზე, მეხსიერებაზე და სისწრაფეზეა დამოკიდებული. ადვოკატს სჭირდება სიტუაციის სწრაფი აღქმა, მდგომარეობის რეალიზაცია და სწრაფად საპასუხო კონტრშეტევის განხორციელება.

აი ასეთები ვართ და აი, ასეთია ადვოკატობა.

როცა სასამართლო სხდომაზე ხარ, გარეგნულად არ გეტყობა, თუმცა საკმაოდ დაძაბული ხარ. ყველაფრის კონტროლი უნდა შეძლო, მოსამართლის, პროკურორის, დარბაზის, დასაცავი პირის და საკუთარი თავის . ყველა სასამართლო სხდომაზე ასეთ გზას გავდივართ.

ქალბატონი დალი საკუთარ მთავარ მიღწევად მიიჩნევს იმას, რომ ემსახურება სამართლის ძიებას და მოიპოვა ადამიანების ნდობა.

-,,სანამ ანთიხარ, ისე უნდა ენთო, რომ სხვაც აანთოს შენმა სიცოცხლემ.”

აღნიშნავს ქალბატონი დალი ჩვენთან საუბრისას.

ქალებს, რომლებიც ახლა ცდილობენ  საქმის წამოწყებას და საკუთარი გზის პოვნას ცხოვრებაში, ქალბატონი დალი ურჩევს,   იცოდნენ საკუთარი არჩევანის პატივისცემა, დროის ფასი, ბევრი შრომა, კეთილსინდისიერება და რაც მთავარია ადამიანების პატივისცემა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.