ნოემბერი 3, 2026 00:14

ახალი სივრცე, ახალი შესაძლებლობები და წარმატებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი!

🏛️ კოლეჯი საერთაშორისო განათლების აკადემია ბიდისის განახლებული ფილიალის საზეიმო გახსნას „ლიდერ ქალთა საზოგადოების“ წევრებიც ესწრებოდნენ.
🤝 ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა იმ ორგანიზაციების განვითარებისა და წარმატების გაზიარება, რომლებიც განათლების ხელმისაწვდომობის, პროფესიული განვითარების და ახალი შესაძლებლობების შექმნის მიმართულებით მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ.
💫 ღონისძიებამ კიდევ ერთხელ გააერთიანა ადამიანები, რომლებსაც სჯერათ განათლების ძალის, თანამშრომლობისა და მუდმივი განვითარების მნიშვნელობის.
❤️ „ლიდერ ქალთა საზოგადოება“ გულითადად ულოცავს ბიდისი აკადემიას განახლებული ფილიალის გახსნას!
🚀 ვუსურვებთ წარმატებას, წინსვლას, უამრავ მოტივირებულ სტუდენტს, საინტერესო პროექტებსა და კიდევ ბევრ მნიშვნელოვან მიღწევას!
გვჯერა, რომ წინ კიდევ არაერთი წარმატებული ისტორიაა! 🌟

კომენტარის დატოვება