აპრილი 20, 2024 05:15

ნომინაციაზე  „ბიზნესმენი, მეწარმე და ლიდერი ქალი -2022“ წარმოგიდგენთ ქალბატონ ნესტან აბაშიძეს

„ლიდერ ქალთა საზოგადოება“ ივლისის თვის ღონისძიებაზე  ნომინაციაზე „ბიზნესმენი, მეწარმე და ლიდერი ქალი -2022“ წარმოგიდგენთ  ქალბატონ ნესტან აბაშიძეს.

პროფესიით სტომატოლოგი ვარ, მიუხედავად ჩემი პროფესიისა,  ამჟამად ვარ მეწარმე, მაქვს მცირე ბიზნესი. მყავს დიდი ოჯახი, მეუღლე და სამი შვილი. ცხოვრების პირველი ეტაპიდან ვიბრძოდი საკუთარი თავის განვითარებისთვის და ყოველივე ამას დღესაც ვაგრძელებ. მინდა მადლობა გადავუხადო „ლიდერ ქალთა საზოგადოებას’’ დაფასებისათვის.

საუკუნეების მანძილზე ქალი აღიქმებოდა სუსტ სქესად, მაგრამ მისმა ძლიერმა მხარეებმაც ჰპოვეს აღიარება. ქალს აქვს რაღაც განსაკუთრებული უნარი იმისა, რომ აქტიურად ეძებოს ყველა პრობლემიდან გამოსავალი, მარტივად ნახოს მისი გადაჭრის გზები და გამჭრიახი გონებით საქმე მიიყვანოს სასურველ შედეგამდე. ქალი – როგორც ეკონომიკურად აქტიური სამუშაო ძალა, მნიშვნელოვან როლს უნდა ასრულებდეს ქვეყნის განვითარებაში. ქალთა გაძლიერებისათვის აუცილებელი წინაპირობაა, რომ მივცეთ მათ საშუალება, სრულად გამოიყენონ თავიანთი პოტენციალი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ აუცილებელია კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა იმ შეზღუდვებისა და გამოწვევების აღმოსაფხვრელად, რომელთა წინაშეც ქალები დგანან როგორც განვითარებულ, ისე განვითარებად ქვეყნებში, რადგან მათი ჩართულობა მნიშვნელოვანია საზოგადოებრივ და ეკონომიკურ საქმიანობაში.

ვეთანხმები ამ მოსაზრებას, რომ “ყოველი წარმატებული კაცის უკან ძლიერი ქალი დგას“ ზოგადად, ღვთისგან ასეა დადგენილი, რომ ცოლ-ქმარი არის ერთი მთლიანობა – „შეერთვის თავის ცოლს და იქნებიან ორივენი ერთ ხორც“. ჩემი ქმარი ხშირად ამბობს: – რომ არა ჩემი მეუღლე, ამდენს ვერ მივაღწევდი ცხოვრებაშიო. ის ჩემთვის არის ძლიერი საყრდენი, ძლიერი პარტნიორი, რომელიც ზურგს მიმაგრებს. ჩვენ ქალები მუდამ იმის ფიქრში ვართ, რომ გვყავდეს ძლიერი ოჯახი და ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენი თითოეული ოჯახის წევრის ბედნიერებისთვის.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.