აპრილი 23, 2024 18:41

ნომინაციაზე  „ლიდერი საფინანსო სფეროში -2022“ წარდგენილია ქალბატონი ეთერ ბერიძე-მელიქიშვილი

“ლიდერ ქალთა საზოგადოება“ ნომინაციაზე  „ლიდერი საფინანსო სფეროში -2022“

წარმოგიდგენთ  მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ბერმელის“ დამფუძნებელსა და დირექტორს

ქალბატონ ეთერ ბერიძე-მელიქიშვილს.

რა წინააღმდეგობები ხვდება ქალს ბიზნესის სფეროში? – ამ კითხვას ქალბატონი ეთერი ასე პასუხობს:

„თვითდამკვიდრებამდე წარმოიშობა მეტ-ნაკლები წინააღმდეგობები ოჯახსა და საზოგადოებაში, მაგრამ კოლეგიალური მუშაობით, სხვებისადმი პატივისცემით და საკუთარი თავისადმი რწმენით ბევრი რამის გადალახვა და მიღწევაა შესაძლებელი.“

 

მისთვის ცხოვრებაში/ ოჯახში მთავარია, ადამიანები ზოგადად. საქმეში კი შრომსმოყვარეობა და პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, მიზანსწრაფვასთან შეჯერებული.

  • იმან, რომ ქალი ვარ, ჩემს შემთხვევაში, ხელი არც შემიშალა მუშაობაში და არც შემიწყო,მეტნაკლებად  ხელი შემიშალა იმან, რომ ფილოლოგს დღემდე ფინანსისტობაზე გადწყობა მიხდება.

 

ქალებს, რომლებიც ახლა  დგამენ თავიანთ პროფესიასა თუ ბიზნესში პირველ ნაბიჯებს, ურჩევს:

  • გამოიჩინონ სიმტკიცე, გვერდზე ჰყავდეთ, ოჯახი თუ არის ამის სურვილი და შესაძლებლობა ოჯახის მხრიდან, შეისწავლონ საქმე და მიუდგნენ მას საკუთრი თავისა და სხვებისადმი  პასუხისმგებლობით.

 

„ბერმელის“  შესახებ…

http://bermeli.ge/

  • ორგანიზაცია დაფუძნდა 2000 წელს და 2010 წლამდე შპს აჩიკოს სახელწოდებით, ხოლო 2010 წლიდან შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ბერმელის“ სახელით საქმიანობს.
  • ვღებულობდით და გავცემდით სესხებს, ძირითადი საქმიანობა გახლდათ :

 

  • სესხების/დანაზოგის მიღება
  • სესხების გაცემა
  • საკრედიტო: ბიზნესესხი იპოთეკური სესხი  და სამომხმარებლო სესხი  (როგორც უზრუნველყოფილი, ისე არაუზრუნველყოფილი);
  • ავტოსეხები, ავტოლიზინგი
  • სალომბარდო სესხები
  • სავალუტო ოპერაციების განხორციელება

 

  • 2016 წლის შემდეგ ეროვნული ბანკის შიდა პოლიტიკიდან გამომდინარე,შეიზღუდა მოსახლეობისაგან დანაზოგის მიღება და ვახორციელებთ მხოლოდ სესხების გაცემას და სავალუტო ოპერაციებს.

 

  • ეროვნული ბანკის 2018 წლის დეკემბრის ბრძანებით შეიზღუდა ფიზიკურ პირზე სესხის გაცემის პირობები. ვმუშაობთ  რეგულაციების მაქსიმალური გათვალისწინებით, მაგრამ საბაზრო პირობების გათვალისწინება, რაც ფაქტიურად არის მომხმარებლის პირობების გათვალისწინება, გვაძლევს ბაზარზე სტაბილურად/მყარად ყოფნის საშუალებას, ახალი გამოწვევების მიხედვით, სიახლეების გათვალისწინებით მუშაობის საშუალებას.

 

  • აქტიურად ვახდენთ კომპანიის შინაარსობრივ და ხარისხობრივ გარდაქმნას ეროვნული ბანკის მოთხოვნების შესაბამისად, ვგეგმავთ ახალ თვისობრიობაში გადასვლას.

 

  • გვაქვს 19 ფილიალი და 6 სერვისცენტრი. გვყავს 120 თანამშრომელი, ვმუშაობთ საქრთველოს სხვადასხვა რეგიონში; აჭარა, სამეგრელო, იმერეთი, შიდა და ქვემო ქართლი. ვგეგმავთ გაფართოებას.

 

  • კოვიდპანდემიის გამო 20 წლის იუბილე არ გადაგვიხდია, მაგრამ მოვამზადეთ საიუბილეო გამოცემა „ბერმელი 2000-2020“

http://bermeli.ge/

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.