აპრილი 19, 2024 21:31

“ლიდერ ქალთა საზოგადოების” დამფუძნებელმა ნათია შათირიშვილმა დიასპორის ხელმძღვანელი ინნა ასანიძე დააჯილდოვა

ხუთშაბათს, 1 სექტემბერს  რუსთაველის თეატრში გაიმართა „წარმატებულ ემიგრანტების დაჯილდოება – 2022“, რომელიც ქართული დიასპორისა და მისი ხელმძღვანელის, ინნა ასანიძის მიერ იყო ორგანიზებული.

„ლიდერ ქალთა საზოგადოებასა“ და ემიგრანტებს მჭიდრო ურთიერთობა აქვთ ერთმანეთთან უკვე დიდი ხანია. ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისა და ახალი კონტაქტების დამყარებისთვის ჩვენი ორგანიზაციის წარმომადგენელი ქალები მიწვეულები იყვნენ ამ ღონისძიებაზე სტუმრის სტატუსით.

„ლიდერ ქალთა საზოგადოების“  პიარის სამსახურის წარმომადგენელი ვაკო ყორღანაშვილი ჩვენი სპონსორი კომპანიის “ფაფანაკის” ჩოხით შემოსილი გადასცემდა პრიზებს დაჯილდოებულ ემიგრანტებს.

გარდა ამისა, თავის მხრივ „ლიდერ ქალთა საზოგადოებამ“  საჩუქრები და ყვავილები გადასცა  დიასპორის წარმომადგენელ ქალბატონებს.

თაიგულები მოგვაწოდა ჩვენმა სპონსორმა, ყვავილების სალონმა “ლანტანამ”, რომელიც მდებარეობს რუსთავში და გამოირჩევა განსაკუთებული, გემოვნებიანი და ლამაზი თაიგულებით.

საჩუქრებზე კი იზრუნა ტიხრული მინანქრის ხელნაკეთი სამკაულების ბრენდმა ქუთაისიდან “N…art- დამზადებულია საქართველოში”. ბრენდი გამოირჩება ქართული თემატიკის(და არა მარტო) სამკაულების მრავალფეროვნებითა და ხარისხით.

საზოგადოების დამფუძნებელმა ნათია შათირიშვილმა საზოგადოებას მიმართა და ინნა ასანიძის ღვაწლის დაფასწების მიზნით „ლიდერ  ქალთა საზოგადოების“ სახელით  მიანიჭა ნომინაცია „ქართული დიასპორის გაძლიერებაში შეტანილი წვლილისთვის“ და გადასცა ჯილდო და დიპლომი .

საღამო წარმოადგენდა დაჯილდოებას, სადაც 2022 წლის პანდემიისას გამოჩენილი უდიდესი თავდადებისა და თანამემამულეთა დახმარებითვის

დაჯილდოვდნენ ევროპასა და ამერიკაში მცხოვრები ემიგრანტები, ძირითადად ექიმები. მათ პანდემიის მძვინვარებისას შექმნეს კრიზისული ცენტრი და ასობით ადამიანი გადაარჩინეს სიკვდილს.

ღონისძიებაზე მიწვეულები იყვნენ მთავრობის, თბილისის მერიის, ბიზნესის, შოუბიზნესისა და მედიის წარმომადგენლები.

საღამოზე მუსიკალური ნომრები შეასრულეს: ჯგუფმა ფორტემ, გიორგი შავლიაშვილმა, ნუგზარ კვაშალმა, ნუგზარ ერგემლიძემ და თემურ თათარაშვილმა.

საღამოს მუსიკალურად აფორმებდა ნიჭიერი ახალგაზრდა პიანისტი სანდრო გეგეჭკორი

.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.