მარტი 28, 2024 15:32

“ლიდერ ქალთა საზოგადოების” წევრები სტუმრად პატრიცია დელონის შემოქმედებით საღამოზე

შაბათს, 10 სექტემბერს, თბილისის ზღვის მიმდებარედ, ყეენის მთაზე მდებარე მონუმენტ „საქართველოს მატიანის“ ტერიტორიაზე გაიმართა მრავალმხრივი ნიჭის მქონე ქალბატონის, პატრიცია დელონის შემოქმედებითი საღამო.

საღამოზე ქალბატონ პატრიციას პოეტური კრებულის „და ესეც გაივლის“ პრეზენტაცია და თავისივე ნახატების გამოფენა მოეწყო.

აღნიშნულ კრებულში შესული ლექსები წაიკითხეს მხატვრული კითხვის ოსტატებმა: ელდინო საღარაძემ, მანანა ლეგაშვილმა და იოანე ქართველმა.

ლექსების თემატიკა ძირითადად ქართულ-ებრაულ ურთიერობებს,  თბილისის სიყვარულსა და ქალებს ეხებოდა.

შემოქმედებითი საღამო კი მუსიკალურად გააფორმა ცნობილმა გიტარისტმა თემურ ყვითელაშვილმა.

გაიმართა ქალბატონ პატრიციას ლექსა და მელოდიაზე შექმნილი სიმღერის პრეზენტაციაც, რომელიც ნათია ქოროღლიშვილმა შეასრულა.

საღამოს თბილისისა და ცენტრალური მთავრობის წევრებთან ერთად სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი მოწვეული სტუმრებიც ესწრებოდნენ.

ღონისძენაზე მიწვეული გახლდათ „ლიდერ ქალთა საზოგადოების“ ხელმძღვანელი ნათია შათირიშვილი და საზოგადოების  წევრი ქალბატონები. მათი თქმით, საღამომ ძალიან სასიამოვნოდ ჩაიარა.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.