მაისი 9, 2024 00:18

„ლიდერ ქალთა საზოგადოების“ სპონსორია ყვავილების სალონი „ანკა“.

ANKA – გთავაზობთ ულამაზეს, დახვეწილი დიზაინის მქონე თაიგულებსა და სასაჩუქრე ყუთების ფართო არჩევანს.

https://www.facebook.com/Ankasflower

ANKA – გთავაზობთ ულამაზეს, დახვეწილი დიზაინის მქონე თაიგულებსა და სასაჩუქრე ყუთების ფართო არჩევანს.

კომპანიის დამფუძნებელმა, ქალბატონმა მარინა ალანიამ სალონს მისი ქალიშვილის სახელი უწოდა, რადგან სწორედ მას ჰქონდა ყვავილებთან შეხება და სალონის შექმნის იდეაც სწორედ მას გაუჩნდა.

ქალბატონი მარინა ამბობს, რომ სალონი მისი შვილების თანადგომით დააფუძნა და ერთად გაიარეს გზა იდეის გაჩენიდან მის ხორცშესხმამდე.

  • ბევრი ფიქრის შედეგად გადავწყვიტეთ, გაგვეხსნა ყვავილების სალონი. მაქსიმალურად ვცდილობდით, პატარა დეტალებიც კი მთელი სიზუსტით გაგვეთვალა, თუმცა მაინც მოგვიწია ბევრი სირთულის გადალახვა აქამდე მოსასვლელად.

ამბობს, რომ კომპანიის იდეაფიქსი მომხმარებლის კმაყოფილებაა და სალონი სწორედ მომხმარებლის ინტერესებზე, გემოვნებასა და სურილებზე არის ორიენტორებული.

მათთან ნებისმიერი იდეის ხორცშესხმაა შესაძლებელი და რაც მთავარია, ხელმისაწვდომ ფასად.

ქალბატონი მარინა მიიჩნევს, რომ ქალებს აქვთ უნარი იდეები პრაქტიკაში განახორციელონ და წარმატებით მართონ საკუთარი ბიზნესი, ამისთვის კი აუცილებელი წინაპირობაა საქმის სიყვარული და განათლება.

ის ამხნევებს ქალებს, რომლებიც ახლა დგამენ ნაბიჯებს თავიანთ საქმეში:

  • ქალებს ყველაფერი შეგვიძლია. მთავარია, რა საქმესაც ხელს მოკიდებთ, აუცილებლად სრულყოფილად უნდა შეისწავლოთ და წარმატების მისაღწევად, რა თქმა უნდა, აუცილებელია დაუღალავი შრომა და მუდმივი განვითარება!

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.