მაისი 8, 2024 12:35

„ლიდერი ქორწინების ორგანიზების, ლანდშაფტების დიზაინისა და ფლორისტიკის სფეროში-2022“- შორენა სვიანაძე

„ლიდერ ქალთა საზოგადოება“ ნომინაციაში „ლიდერი ქორწინების ორგანიზების, ლანდშაფტების დიზაინისა და ფლორისტიკის სფეროში-2022“
წარმოგიდგენთ მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებულ ქალბატონს, პროფესიონალ ფლორისტს ქალბატონს
შორენა სვიანაძეს.
ფლორისტიკა აღმოჩნდა ჰობი, რომელმაც ეკონომიკის მაგისტრ ქალბატონს უარი ათქმევინა ლექციების კითხვაზე ეკონომიკის მიმართულებით და მთლიანად ჩაერთო ამ სფეროში.
ამბობს, რომ უსაზღვრო სიამოვნებას ანიჭებს ყვავილებთან ურთიერთობა, ფლორისტული დიზაინების კეთება.
შესაბამისად 22 წლის წინთ დააფუძნა ყვავილების მაღაზია, რომელიც განვითარდა და რამდენიმე ფილიალით იყო წარმოდგენილი, ასევე შექმნა ფლორისტიკის შემსწავლელი სკოლა და გადაამზადა კადრები.
15 წლის წინ კი რეგულარულად დაიწყო ქორწინების ორგანიზება, რადგან საკმარისი ცოდნა და გამოცდილება დაუგროვდა ამ სფეროში. უკვე ხუთასზე მეტი ქორწილი თუ ივენთი ჩატარდა მისი ორგანიზებით.
ამბობს, რომ საკმაოდ დიდი ცოდნა, გამოცდილება და ასევე გემოვნებაა საჭირო იმისთვის, რომ იყო ფლორისტი და შექმნა განსაკუთრებული კომპოზიციები ყვავილებით, მით უმეტეს, თუ ეს დიდ მასშტაბებს მოიცავს და თან, თუ მნისვნელოვანი დღისთვისაა განკუთვნილი, რადგან გარკვეულწილად შენზეა დამოკიდებული, როგორ განწყობას შეუქმნი გარშემომყოფებს.
• პროფესიონალ ფლორისტს უნდა შეეძლოს აბსოლიტურად მოარგოს დიზაინი ივენთის თემატიკას. ეს ჩემი ძლიერი მხარეა, ცოდნა მაძლევს შესაძლებლობას, თემატიკასთან აბსოლუტურ თანხვედრაში მყოფი ფლორისტული დიზაინი მოვიფიქრო და განვახორციელო.
მისი პროფესიონალიზმიდან გამომდინარ ქალბატონ შორენას ანდობენ როგორც პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვანი დღეების გაფორმებას, ასევე საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების დიზაინს. მაგალითად მას გაფორმებული აქვს ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზი ეთერ კაკულიას ვარსკვლავის გახსნის ცერემონიალისთვის.
ამბობს, რომ ყვავილებთან ურთიერთობა როგორც ქალს, ძალიან ემარტივება, თუმცა ამ საქმის კარგად კეთებაში საკუთარი სქესის გარდა მნიშვნელოვან როლს თამაშობს ამ კუთხით მიღებული დიდი გამოცდილება და ცოდნა. ასევე ეხმარება ხედვა, გემოვნება, სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობა და სიახლეების გაცნობა.
ამბობს, რომ საუკეთესო პროფესია აქვს, რადგან სხვის ბედნიერებაში იღებს მონაწილეობას.
• როცა სხვისი ბედნიერების თანამოზიარე ხარ, თან ადამიანს ეხმარები თუნდაც ხორცი შეასხას მისი ოცნების ქორწილს, თავადაც უფრო ბედნიერი ხდები. მე შემიძლია, რომ ყველა პატარძალს ავუსრულო ყველა სურვილი თავისი ოცნების ქორწილის ორგანიზებისას.
მიაჩნია, რომ მისი მთავარი მიღწევაა ის, რომ არ ჩერდება და მუდმივად ვითარდება.
• ჩემი მთავარი მიღწევაა ის, რომ მუდმივად ვმუშაობ საკუთარ თავზე. არ ვრჩები ერთსა და იმავე ადგილას. მუდმივად ვვითარდები. ასევე ჩემი ერთ-ერთ დიდ მიღწევად ვთვლი, რომ ჩემში აკუმულირებული ცოდნა და ენერგია მივმართე იმისკენ, რომ ეს ცოდნა გადავცე სხვებს, რომლებსაც შემდეგ ვასაქმებ კიდეც. შევქმენი სილამაზისა და ესთეტიკის ცენტრი „აზიატი“- აზიატი ყვავილის სახელწოდებაა. ბედნიერი ვარ, რომ ვარ დამსაქმებელი. კონკრეტულად აზიატში 11 ადამიანი მყავს დასაქმებული. ძალიან სასიამოვნოა, რომ ვზრდი მომავალ თაობას. ესაა ჩემი ერთგვარი მისია იმასთან ერთად, რომ ვიყო ლოიალური დირექტორი და მეგობარი ყველა ჩემი თანამშრომლისთვის.
ამბობს, რომ ქალისთვის ამდენი საქმის შეთავსება მარტივი არ არის, თუმცა აბსოლიტურად შესაძლებელია, თუ მოინდომებ.
ასეთი დატვირთული რეჟიმის მიუხედავად, ის შესანიშნავად უძღვება ოჯახს.
ამბობს, რომ ქალის როლი უმნიშვნელოვანესია ცხოვრებაში, რადგან მასზეა დამოკიდებული ოჯახური ბედნიერება და სიმშვიდე.
• მაქვს 27-წლიანი ბედნიერი ქორწინება, გავზარდე ორი ქართველი ვაჟაკაცი და ამით ერთგვარი მისია შევასრულე სამშობლოს წინაშე, რადგან ისინი გავზარდე კარგ მამულიშვილებად, ახლა კი მაქვს მეორე მისია, ჩემი საქმიანობით გამოვადგე ქვეყანას.
• აყვანილი მყავს ლექტორი,რომელიც მიკითხავს კერძოდ მიკითხავს ლექციებს
პერსონალურ ბრენდინგში. აგრეთვე ვწერ სადოქტორო დისერტაციას ფლორისტიკაში.
მაქვს დიდი გეგმები: რამდენიმე თვეში ვხსნი ყვავილების აკადემიას.
ვამაყობ და ბედნიერი ვარ, რომ ყველა წამოწყებაში გვედით მიდგას ჩემი ოჯახი- მეუღლე და შვილები.
ჩემს მიერ შექმნილ ესთეტიკის ცენტრს გამოარჩევს მაღალი ხარისხის მომსახურება, რადგან დაკომპლექტებული მყავს პროფესიონალი კადრით.
წარმატებით მიმდინარეობს უახლესი აპარატურით ეპილაციის, სახის მოდელირების, კოსმეტოლოგიის და ასევე სალონური პროცედურები.
ქ.რუსთავში საუკეთესოთა შორის სახელდება ჩემი შექმნილი ესთეტიკისა და სილამაზის ცენტრი “აზიატი”. სადაც კვლავ სიახლეებს იხილავთ უახლოეს დღეეშიც. – ეს ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერი ბიზნესის მიმართულებით მუდმივად ვვითარდებით მიზანმიმართულად.
ქალბატონებს, რომლებიც ახლა დგანან პროფესიული გადაწყვეტილებების წინაშე, ურჩევს:
• არ შეუშინდეთ არცერთ დაბრკოლებას, რომელიც უკან გხევთ წარმატებისკენ მიმავალ გზაზე. იარეთ მუდმივად წინ, იზრუნეთ საკუთარი თავის განვითარებაზე! ჩემთვის სექტემბერი მაქვს აღებული ორიენტირად. ყოველი ახალი სასწავლო წლისთვის ვცდილობ, ვიცოდე უფრო მეტი, ვიდრე მანამდე. ჩემს სტუდენტებსაც ამას მოვუწოდებდი ყოველთვის. ყველას ვურჩევ მაქსიმალურად განვითარდნენ ყველა სფეროში, რომელზედაც ხელი მიუწვდებათ. მაგალითად მე შევისწავლე ფსიქოლოგიაც, განვვითარდი ლანდშაფტების დიზაინის მიმართულებით, ვისწავლე ფოტოგრაფია. ჩემი 22-წლიანი წარმატებული ბიზნესსაქმიანობიდან გამომდინარე შემიძლია გითხრათ – იმისათვის, რომ ბიზნესი წარმატებით მართო, აუცილებელია მეტ-ნაკლებად ჩახედული იყო ყველა სფეროში!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.