ნოემბერი 24, 2024 01:06

“პროფესიული განათლების სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის-2022“ დაჯილდოვდა ქალბატონი ია ერაძე

„ლიდერ ქალთა საზოგადოებამ“  ნომინაციაში „პროფესიული განათლების სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის-2022“ დააჯილდოვა წარმატებული, აქტიური და ამაგდარი ქალბატონი, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის დირექტორი და კერძო კოლეჯების ასოციაციის ვიცე პრეზიდენტი, საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის დუალური პროფესიული განათლების საკოორდინაციო საბჭოს წევრი, ქალბატონი ია ერაძე.

საქართველოს ბიზნესის აკადემია დაფუძნდა 2010 წლის 4 ნოემბერს. 2011 წელს წარმატებით გაიარა ავტორიზაცია და მოიპოვა საზოგადოებრივი კოლეჯის სტატუსი. ამ დროისათვის აკადემია ახორციელებდა საბაჟო საქმის მიმართულების პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს, რომლის სტანდარტების შემუშავებაც აკადემიის  ინიციატივით განხორციელდა.

2015 წელს აკადემიამ წარმატებით გაიარა აკრედიტაცია ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამაზე. ამავე წელს აკადემია გახდა ერთადერთი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ორგანიზებით, ხარისხის მართვის (EFQM) „სრულყოფის მოდელის“ დანერგვის პროექტების წარმატებით განხორციელებისთვის ხარისხის ნიშანი მიენიჭა.

2016 წელს აკადემიამ მიიღო მონაწილეობა საქართველოს კერძო კოლეჯების მიერ ორგანიზებულ „ბრენდირება 2016“-ში და მაქსიმალური შეფასება, ხუთი ვარსკვლავი მოიპოვა.

აკადემია, დღემდე აქტიურად მონაწილეობს პროფესიული განათლების რეფორმის ფარგლებში მოდულური პროფესიული სტანდარტებისა და ჩარჩო პროგრამების შემუშავება, დანერგვასა და სრულყოფაში. აკადემიის პერსონალის მიერ შემუშავებულია არაერთი საგანმანათლებლო რესურსი, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების წარმატებით განხორციელებისათვის.

ქალბატონი ია ამბობს, რომ აკადემია მუდმივად განვითარებისა და პროფესიული წინსვლისკენ ისწრაფვის:

  • აკადემია სტუდენტებსა და მასწავლებლებს სთავაზობს არამარტო მომხიბვლელ აკადემიურ გარემოს, არამედ სასწავლო პროცესის პარალელურად – კულტურულ, გასართობ და ინტელექტუალურ ღონისძიებებს.

 

ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ პოტენციურ დამსაქმებლებთან და პროფესიულ ასოციაციებთან, საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებისას ვითვალისწინებთ მათ სპეციფიკას, მოთხოვნებსა და საჭიროებებს, რაც კურსდამთავრებულთა წარმატებული დასაქმების აუცილებელი წინაპირობაა

კომენტარის დატოვება