მარტი 19, 2024 11:25

ნომინაციაში „რეგიონში ქალთა როლის გაძლიერებისთვის -2023“ წარმოგიდგენთ იამზე გორგოტაძე

„ლიდერ ქალთა საზოგადოება“  ნომინაციაში „რეგიონში ქალთა როლის გაძლიერებისთვის -2023“  წარმოგიდგენთ ქალბატონ იამზე გორგოტაძეს.

ქალბატონი იამზემ დაამთავრა ი. ჯავახიშვილის სახელობის ფოთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით. ამჟამად კი გახლავთ ახალი საქართველოს უნივერსიტეტის ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერების ქრისტიანული ფსიქოლოგიის მაგისტრანტი ( ფსიქოლოგიის ექსპერტი). მუშაობს სამაგისტრი ნაშრომზე – „კოგნიტური ფსიქოლოგია და ხელოვნური ინტელექტი“.

ქალბატონმა იამზემ უნივერსიტეტის პირველი კურსიდანვე დაიწყო მუშაობა ფოთის ტელე-რადიო კომპანია „ფაზისში“  საინფორმაციო ბლოკის კორესპოდეტად, მოგვიანებით კი განათლება – კულტურისა და მედიცინისადმი მიძღვნილი პროგრამების რედაქტორად და წამყვანად.

მისი სამუშაო გამოცდილებაც საკმაოდ მრავალფეროვანია: 2003-2006 წლებში გახლდათ საერთაშორისო კორპორაცია „TIENS”-ის საინფორმაციო ბიზნესის მენეჯერი.

ის აქტიურადაა ჩართული საზოგადოებრივ საქმიანობაში, ეწევა ქველმოქმედებას და ხელს უწყობს რეგიონში ქალთა როლის გაძლიერებას.2015 წლიდან დღემდე გახლავთ ფონდ „ქველმოქმედი 20215“-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, რომლის ფარგლებშიც  ორმოცზე მეტი მცირე თუ დიდი პროექტის ავტორია, ხოლო 2022 წლიდან  ასევე  არის „ფოთის  ქალთა კლუბის“  თანადამფუძნებელი.

ასევე ქალბატონმა იამზემ დააფუძნა ინტერნეტ-პლატფორმა „საინტერესო ქალბატონები და ბატონები“ და გარდა ამისა გახლავთ სამი წიგნის ავტორი:

„იდუმალი ქალი“,  „დონ კიხოტის გმირი კოლხეთიდან“ და  „საინტერესო ქალბატონები და ბატონები“.

გარდა ამისა ის გახლავთ  ტრენერთა სერთიფიცირებული ტრენერია, ასევე სერთიფიცირებული ბუღალტერი, ფოთის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი, ფოთის მუნიციპალიტეტთან არსებული სათათბიროს წევრი, ფაზისის საერო-სამეცნიერო აკადემიის წევრი და  ორგანიზაცია „ჰუმანური საქართველოს“ ფოთის წარმომადგენელი.

მუდამ აქტიურია და ცდილობს, აკეთოს საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმე:

2019-2022 წლებში, როგორც ფონდი „სოხუმის“ ფოთის კოორდინატორსა და პროექტების მენეჯერს, განხორციელებული აქვს შემდეგი საგრანტო პროექტები

  • „ძალადობის ჯაჭვი“;
  • „არალუდომანიას, არანარკომანიას, არაალკოჰოლოზმს“;
  • „ქალის-უფლება, თავის-უფლება“.

და მიუხედავად რთული გრაფიკისა, ამ ეტაპზეც აგრძელებს მუშაობას, წიგნის მეორე ნაწილზე.

ის ქალაქ ფოთის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვი ნიკო ნიკოლაძის მედლითა და სიგელით დააჯილდოვეს, ხოლო ქველმოქმედებებაში შეტანილი წვლილისათვის  ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტისაგან სიგელი გადაეცა.

  • როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე აქტიური მოქალაქე ეტაპობრივად ვესწრები სხვადასხვა ტრენინგებსა და საერთაშორისო სემინარებს. პროფესიული ზრდისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით, სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო სექტორთან ერთად, გავლილი მაქვს არაერთი საკვალიფიკაციო პროგრამა/კურსი საქართველოსა და საზღვარგარეთის სხვადასხვა ქალაქებში: ჩეხეთი, ბულგარეთი, თურქეთი, აზერბაიჯანი, იტალია. მათ შორის, განათლების საერთაშორისო აკადემიისა და ინკლუზიური განათლების ინსტიტუთთან ერთად.

 

  • ჩემი ცხოვრების მთავარი კრედო და წარმატების ფორმულაა : „შეეცადეთ შეცვალოთ უკეთესობისკენ საკუთარ თავში ის, რისი შეცვლაც გსურთ“. – გვიზიარებს საკუთარ ცხოვრებისეულ დევიზს ქალბატონი ია.

 

ფონდი „ქველმოქმედი 2015“ არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც საქმიანობს 2015 წლიდან ფოთში. მისი მიზანია სოციალურად დაუცველი ბავშვების, მარტოხელა დედებისა და მარტოხელა მოხუცების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება. ფონდი მოხალისეების მხარდაჭერით იცავს ბენეფიციართა უფლებებს; ხელს უწყობს საზოგადოებაში მათ ინტეგრაციას; იბრძვის შიმშილისა და სიღატაკის დასაძლევად; ეხმარება ბენეფიციარებს ხელსაქმის შესწავლაში, პოტენციალის რეალიზაციაში, ცნობიერების დონის ამღლებაში. ფონდი „ქველმოქმედი 205“-ის თითოეული საქველმოქმედო საქმიანობა აგებულია ისეთ ღირებულებებზე, როგორიცაა პატიოსნება და კეთილსინდისიერება, ანგარიშვალდებულება, ერთგულება და თანაგრძნობა.

ფონდი „ქველმოქმედი 2015“-ის საინიციატივო ჯგუფი  შვიდი წელია ადამიანური რესურსებით – მოხალისეთა და მხრადამჭერთა  თანადგომით  ანხორციელებს 10-ზე მეტ სოციალურ  პროექტს, რომელიც ასევე კომპლექსურად ხორციელდება სხვადასხვა სოციალური ინსტიტუტების თანამონაწილეობით.

შვიდი წლის მანძილზე  საზოგადოების  დახმარებითა და შეხიდებით საკვები პროდუქტებით, შეშითა და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთებით უზრუნველყო 2 000 -ზე.

  • იცვლებიან თაობები, მთავრობები, მაგრამ ის რაც არასოდეს შეიცვლება ჩვენი სტრატეგიული კურსია, რომლის მთავარი ვექტორი ყოველთვის იყო, არის და იქნება სოციალურად დაუცველი ადამიანების დახმარება და შეხიდება შემოწირულობის შესაბამისად. ქველმოქმედებაც და ფილანტროპიაც სწორედ ამას გულისხმობს, გვიყვარდეს ადამიანები და ვემსახუროთ უანგაროდ მათ, ვისაც ეს ძალიან სჭირდება.
  • ჩვენ, ფონდი „ქველმოქმედი 2015“-ის დამუძნებლებს, სრულიად აპოლიტიკურ ადამიანებს, რათქმაუნდა არა გვაქვს იმის ილუზია, რომ ჩვენი ერთჯერადი თუ მრავალჯერადი დახმარებებითა და შეხიდებით სოციალურ ფონს შეცვცლით, მაგრამ ჩემი, შენი და ჩვენი, დროზე გაწვდილი ხელი, ზრუნვა და მხარდაჭერა, თანადგომა და სიყვარული – არის ის, რის გამოც ღირს სიკეთის კურიერად ყოფნა. – ამბობს, ქალბატონი ია.

ამბობს,  რომ სიკეთის კეთების სურვილი, ნებისმიერი ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანის ბუნებრივი მოთხოვნილებაა.

  • ბოლო 7 წელია ქველმოქმედება ცხოვრების წესად მექცა და ამ ხნის მანძილზე 2000-ზე მეტი სოციალურად დაუცველი ადამიანის ოჯახში ვარ პირადად ნამყოფი, ძალიან მძიმეა მათი ყოფის ნახვა და გაცნობიერება, მაგრამ იმავდროულად სოციალურად დაუცველთა რთული ყოფის ოდნავ მაინც შემსუბუქება უდიდესი პოზიტიური ენერგიით მმუხტავს და ერთმა დღემაც რომ ჩაიაროს ისე, ის დღე დღედ არ მიმაჩნია.

ამბობს, რომ როგორც ქალს, დედას და მეუღლეს, არ უჭირს ასევე წარმატებით გაართვას თავი მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს:

  • ჩემი, როგორც ქალის, მეუღლისა და დედის მოლოდინები თანხვედრაშია საქველმოქმედო და საგანმანათლებლო საქმიანობის მიზნებთან, მაღალ მოტივაციასთან და სურვილთან, რომელიც მომცა სხავადასხვა არასამთავრობო სექტორში პროექტებზე მუშაობის მრავალწლიანმა გამოცდილებამ და სოციალური მედიის მართვის უნარმა.

„ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ ზღვაში წვეთია, მაგრამ ზღვა პატარა იქნებოდა ამ წვეთების გარეშე“. – ამბობს ქალბატონი ია და ასახელებს მისი და საკუთარი ფონდის მთავარ მიღწევებს:

  • როგორც ფონდი „ქველმოქმედი 2015“-ის ერთ-ერთ დამფუძნებელს მიღწევად მიმაჩნია: შვიდი წლის მანძილზე საკვები პროდუქტებით, შეშითა და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთებით 2 000 -ზე მეტი სოციალურად დაუცველი, კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი თანაქალაქელის შეხიდება.
  • ასევე, მიღწევად მიმაჩნია: 36 თანაქალაქელისთვის შეხიდება ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაში.
  • მიღწევად მიმაჩნია: ფონდი“ქველმოქმედი 2015“-ის მიერ განხრცილებული ისეთი გრძელვადიანი სოციალური პროექტები, როგორიცაა: „ხელნაკეთი ნივთების შესწავლა სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და უსინათლო გოგონებისათვის“ და „სამეჯლისო ცეკვების შესწავლა ბავშვთა ცენტრისთვის“, ასევე „ქალაქის გამწვანება“, „თბილი სადილი“ და ა.შ.
  • როგორც ფოთის „ქალთა კლუბის“ დაფუძნებელს მიღწევად მიმაჩნია: ბოლო 3 წლის მანძილზე განხორციელებული საგანმანათლებლო ტრენინგ-სემინარები, რომელიც ცნობიერების ამაღლებას დიდად უწყობს ხელს.
  • ხოლო, როგორც ინტერნეტ-პლატფორმა „საინტერესო ქალბატონები და ბატონების“ დამფუძნელს, მიღწევად მიმაჩნია – მაღალპოლიგრაფიული 500 გვერდიანი წიგნის პირველი ნაწილის გამოცემა, რომელსაც საქველმოქმედო მიმართულება მივეცი და ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან ერთად შევეხიდეთ უკრაინელ დედებსა და ადგილობრივ მარტოხელა დედებს, გავუგზავნეთ 5 000 ლარის ოდენობის  არამალფუჭებადი პროდუქტი.

ამბობს, რომ ისტორიულად და ტრადიციულად ქალი ოდითგანვე აღიქმებოდა როგორც ოჯახის ბურჯი. მისი უმთავრესი მოვალეობა ძირითადად ოჯახი და შვილები იყო. მე-20 საუკუნის დასაწყისში კი როდესაც სხვადასხვა ქვეყნებში ქალებმა მოიპოვეს ხმის მიცემის უფლება, მხოლოდ მას შემდეგ გაეხსნათ ქალებს ასპარეზი განათლებისკენ და პროფესიული მოღვაწეობისკენ.

  • როდესაც ვსაუბრობ ქალზე, მომენტალურად წარმოვიდგენ დიასახლისს, დედას, ოჯახზე მზრუნველ ქალს, ხოლო როცა ვსაუბრობ თანამდეროვე ქალზე – მაშინ ვხედავ საქმიან ქალს, ამბიციურს, ენერგიულს და დამოუკიდებელს. ვფიქრობ, ქალმა, როგორც საზოგადოების სრულუფლებიანმა წევრმა, თავი რომ რეალიზებულად იგრძნოს, აუცილებელია, ჰქონდეს მუდმივი სწრაფვის სურვილი წარმატებისკენ და კარიერული წინსვლისკენ. და როგორც აკა მორჩილაძე ამბობს : „რა მაოცებს საქართველოში და ქართველი ქალი!“ – თანამედროვე ქალს შეუძლია სამსახურისა და მოვალეობების გაერთიანება, დაბრკოლებების, სიახლეებისა და თანამედროვე გამოწვევების გამკლავება, რადგან იგი არის ამბიციური და მიზანდასახული.

ქალებს, რომლებიც ახლა დგამენ თავიანთ პროფესიასა თუ ბიზნესში პირველ ნაბიჯებს, ურჩევს, რომ ,არ გაჩერდნენ და მაქსიმალურად გამოიყენონ დღეს არსებული უამრავი შესაძლებლობა:

  • პროფესიული ზრდა -განვითარებისთვის, სილამაზისთვის, სიყვარულისთვის ღირს თავდაუზოგავი შრომა!

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.