სექტემბერი 15, 2026 20:45

დიასპორის დღეები გრძელდება

ორგანიზაცია „მე დავბრუნდები“-ს ორგანიზებით, დიასპორის დღეების ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრა საქართველოს პარლამენტში გაიმართა.
შეხვედრას ლიდერ ქალთა საზოგადოებისა და ბიდისი აკადემიის დამფუძნებელი და დირექტორი, ნათია შათირიშვილი დაესწრო.
ღონისძიება საინტერესო განხილვებს, გამოცდილების გაზიარებასა და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე საუბარს დაეთმო. შეხვედრის ფარგლებში ახალი საქმიანი კავშირებიც დამყარდა და სამომავლო ინიციატივების შესახებ არაერთი საინტერესო იდეა გაჟღერდა

კომენტარის დატოვება