თბილისში „ლიდერ ქალთა საზოგადოების“ ახალი ჟურნალის პრეზენტაცია გაიმართა
თბილისში, სასტუმრო „Margot Hotels Tbilisi“-ში „ლიდერ ქალთა საზოგადოების“ ახალი ჟურნალის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებამ საზოგადოების წევრები, წარმატებული ქალბატონები, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები გააერთიანა.
ჟურნალის ახალი გამოცემა კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ქალთა პროფესიულ მიღწევებს, წარმატების ისტორიებსა და იმ გამორჩეულ ადამიანებს, რომლებიც საკუთარი საქმიანობით მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ საზოგადოების განვითარებაში.
პრეზენტაციის მთავარი მიზანი იყო წარმატებული ქალების საქმიანობის პოპულარიზაცია, მათი გამოცდილების გაზიარება, პროფესიული კავშირების გაძლიერება და ახალი თანამშრომლობის შესაძლებლობების შექმნა.
ღონისძიების ერთ-ერთი საინტერესო სიახლე იყო სტუმრებისთვის სპეციალურად მომზადებული ჟურნალის სხვადასხვა გამოცემის ამონარიდები, რომლებიც მაგიდებზე იყო განთავსებული. მათი მეშვეობით დამსწრეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაცნობოდნენ სხვადასხვა პერიოდში გამოქვეყნებულ წარმატების ისტორიებს, მეტი შეეტყოთ ერთმანეთის პროფესიული საქმიანობისა და მიღწევების შესახებ, აღმოეჩინათ საერთო ინტერესები და გაეღრმავებინათ ურთიერთობები. აღნიშნულმა ინიციატივამ ხელი შეუწყო სტუმრებს შორის კომუნიკაციას, გამოცდილების გაზიარებასა და ახალი პროფესიული კავშირების ჩამოყალიბებას.
პრეზენტაცია თბილ და საზეიმო გარემოში წარიმართა. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაცნობოდნენ ჟურნალის ახალ გამოცემას, გაეზიარებინათ საკუთარი გამოცდილება, დაემყარებინათ ახალი კონტაქტები და მონაწილეობა მიეღოთ ძველი თბილისის ისტორიულ გარემოში ორგანიზებულ ფოტოსესიაში.
„ლიდერ ქალთა საზოგადოება“, რომლის დამფუძნებელიც ნათია შათირიშვილია, აქტიურად აგრძელებს ქალთა გაძლიერების, პროფესიული განვითარების, საზოგადოებრივი აღიარებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობას. ორგანიზაცია თავისი მრავალფეროვანი პროექტებით, ღონისძიებებითა და ინიციატივებით ქმნის შესაძლებლობებს ქალებისთვის, რომლებიც სხვადასხვა სფეროში წარმატებით საქმიანობენ და საკუთარი გამოცდილებით სხვებისთვის შთაგონების წყაროდ იქცევიან.
ჟურნალის პრეზენტაციები ორგანიზაციის საქმიანობის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. გამოცემა არა მხოლოდ წარმატებული ქალების ისტორიებს აერთიანებს, არამედ ხელს უწყობს მათი საქმიანობის ფართო საზოგადოებისთვის გაცნობას, პროფესიული შესაძლებლობების წარმოჩენასა და ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებას.
„ლიდერ ქალთა საზოგადოება“ მომავალშიც განაგრძობს ისეთი პლატფორმებისა და ინიციატივების განვითარებას, რომლებიც ქალთა მიღწევების აღიარებას, გამოცდილების გაზიარებასა და ახალი შესაძლებლობების შექმნას ემსახურება.