ნოემბერი 24, 2024 15:45

ნომინაციაში  „საუკეთესო ბრენდი -2022“ წარმოგიდგენთ ქალის ტანსაცმლის ბრენდ Décolleté • დეკოლტე -ს

„ლიდერ ქალთა საზოგადოება“ ნომინაციაში  „საუკეთესო ბრენდი -2022“

წარმოგიდგენთ ქალის ტანსაცმლის ბრენდ

Décolleté • დეკოლტე -ს

და მის დამფუძნებელს ქალბატონ ნონა გურგენიძეს.

ქალბატონი ნონა პროფესიით მუსიკოსია, თუმცა ამჟამად მის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ტანსცმლის მოდელების არჩევა. ასევე საკუთარ სამკერვალო საწარმოში სამოდელო ხაზის დაგეგმვა, ტანსაცმლის მოდელირება და სამომავლო გეგმების დასახვა.

• სამოდელო ხაზის შექმნისას ყოველთვის ვცდილობ ისეთი ტანისამოსი შევქმნა რომელშიც თავს კომფორტულად ვიგრძნობდი. ყოველთვის ვცდილობ, თავი მოხმარებლის ადგილას წარმოვიდგინო სხვადასხვა სიტუაციებში, იმის მიხედვით, ყოველდღიური სამოსს ვქმნი თუ საღამოს კაბას.
ამიტომ, ვფიქრობ,ძალიან მეხმარება ჩემს საქმიანობაში ჩემი ქალური გამოცდილება ტანსაცმლის კუთხით.

ქალბატონ ნონას მიაჩნია, რომ დღევანდელ საზოგადოებაში ქალის როლი კითხვის ნიშნის ქვეშ არ უნდა იდგეს, თუმცა მათი დამოუკიდებლობისა თუ თვითრეალიზაციის საკითხი კვლავაც პრობლემურია, რაც სამართლიანად იწვევს ქალთა სხვადასხვა სახის პროტესტს.

მიაჩნია, რომ ქალებს უნდა ჰქონდეთ საკუთარი საქმე, საკუთარი კარიერა და ამისთვის არ უნდა შეუშინდნენ გამოწვევებსა თუ დაბრკოლებებს.

• იმ ქალებს, რომლებიც ახლა დგამენ პირველ ნაბიჯებს საკუთარ საქმეში, პირადი გამოცდილებიდან ვურჩევდი, რომ არ დანებდნენ!

არასდროს იქნება იდეალურიმომენტი საქმის წამოსაწყებად ან კარიერული წინსვლისთვის. არ შეუშინდნენ რისკებსა თუ მარცხს, რადგან ესეც ნაწილია მომავალი გამარჯვებისა და ყოველთვის თან სდევს კარიერულ წინსვლასა თუ ბიზნეს საქმიანობას.

კომენტარის დატოვება