ნოემბერი 24, 2024 20:31

„სიკეთე მარტივია“ – წლის წარმატებული ტელეპროექტი

წარმოგიდგენთ ტელეპროდიუსერს, გადაცემის „სიკეთე მარტივია“ ავტორს და წამყვანს მერიკო კარტოზიას, რომელიც 20 წელია საქართველოს ტელეკომპანიებში სხვადასხვა გადაცემებზე მუშაობდა.
“ლიდერ ქალთა საზოგადოების” ბორდის წევრებმა ,,სიკეთე მარტივია” წლის წარმატებულ პროექტად დაასახელა და მერიკო კარტოზიას გადაეცა ჯილდო.
მისი ტოქ-შოუ „სიკეთე მარტივია“ ადამიანების დასახმარებლად არის შექმნილი.
„ასეთი ვარ, რასაც ვაკეთებ სულით და გულით ვარ ჩართული და მინდა ძალიან ბევრ ადამიანს ვაჩვენო, რომ სიკეთე მარტივია.
საკმაოდ რთულ თემებზე მიწევს მუშაობა. რთულია უცრემლოდ და უემოციოდ უყურო ამ სიუჟეტებს, თუმცა ხალხის ჩართულობამ ძალიან ბევრი ადამიანის ირგვლივ გაგვაერთიანა საჭირო დროს, საჭირო ადგილას და ძალიან ბევრის ცხოვრება შევცვალეთ.
კეთილი ადამიანების დახმარებით ბევრს სიცოცხლეც ვაჩუქეთ. მე გადაცემით, უბრალოდ, ვაწვდი ადამიანებზე ინფორმაციას, მერე კეთილი ადამიანები ჩნდებიან და ასე ხდება „სიკეთე მარტივი“ – გვიყვება ქალბატონი მერიკო.

კომენტარის დატოვება