აპრილი 20, 2024 02:32

საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი – ვაკო ყორღანაშვილი

👉 ლიდერ ქალთა ორგანიზაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი – ვაკო ყორღანაშვილი

👉 იგი უკვე არა ერთი წარმატებული პროექტისა თუ ღონისძიების მონაწილეა, ამ პროექტთაგან კი უმრავლესობა საერთაშორისო პოზიციის მატარებელია.

👉 არა ერთი ქვეყნის მონახულების შემდეგ ვაკო დარწმუნებულია, რომ საქართველოშიც უნდა დაინერგოს ყოველივე ის სიახლე და ინოვაციური პროექტი, რაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანას ხიბლს სძენს, პირველ რიგში კი ახალგაზრდათა აქტიური ჩართულობაა, როგორც ქვეყნის, ასევე საერთაშორისო საკითხებში.

👉 სწავლის პარალელურად ვაკო აქტიურად იყო ჩართული საზოგადოებრივ ღონისძიებებში, ის ასევე გახლავთ საქართველოს საპატრიარქო ჩოხოსანთა წევრის ტიტულის მატარებელი.

👉 კომპიუტერული ტექნოლოგიების აკადემიის ,,ცისკოს“ საერთაშორისო პროგრამების მენეჯერი;
საერთაშორისო განათლების აკადემია ბიდისი-ს „ბიზნეს ადმინისტრირების“ ლექტორი და დავით აღმაშენებლის აკადემიის საპატიო პროფესორი.

👉 უამრავი გავლილი კურსისა და საერთაშორისო დონის სერტიფიკატების მფლობელმა, თავი ლექტორის ამპლუაშიც მოსინჯა და დღეს მას რამდენიმე ათეული მადლიერი სტუდენტი ჰყავს.

👉 იგი შესანიშნავად ფლობს უცხო ენებს, რაც ეხმარება მას სხვადასხვა ქვეყანაში გამოცხადებულ პროგრამებში მონაწილეობის მიღებისას.

👉 ჩვენი ორგანიზაცია ყოველთვის აძლევს საშუალებას ასეთ წარმატებულ ახალგაზრდებს წარმოაჩინონ თავიანთი თავი პროექტებში.

👉 წარმატებებს ვუსურვებთ მას და გვჯერა, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია

👉 ამრიგად, იცნობდეთ ვაკოს, ის საქართველოს ახალგაზრდა თაობის თვალსაჩინო წარმომადგენელია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.