აპრილი 27, 2024 04:59

ირინა ბერკაცაშვილი “ჯანდაცვის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის” დაჯილდოვდა.

ლიდერ ქალთა საზოგადოების ორგანიზებით ჩატარებულ დაჯილდოების ღონისძიებაზე, ნომინაციაში “ჯანდაცვის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის” “ჯანდაცვის განვითარებისა და უფლებათა დაცვის ლიგა”-ს პრეზიდენტი, ექიმი-სტომატოლოგი ირინა ბერკაცაშვილი დაჯილდოვდა.

ჯანდაცვის განვითარებისა და უფლებათა დაცვის ლიგა ოფიციალურად 2021 წლის 20 აპრილს დაარსდა და საქართველოს მასშტაბით უკვე ათასამდე სტომატოლოგიურ კლინიკას აერთიანებს, რომელსაც კოორდინაციას თბილისის რაიონული და რეგიონალური კოორდინატორების გუნდი უზრუნველყოფს. კოორდინატორები ყოველდღიურად 24 საათიან რეჟიმში ორგანიზაციის თითოეულ წევრთან სპეციალურად შექმნილ სამუშაო ჩატებში დაუღალავად შრომობენ, კონტაქტობენ თითოეულ წევრთან და მყისიერად უწევენ მათ კონსულტაციას, რომ მოხდეს თავიდან აცილება ან დროულად აღმოიფხვრას სტომატოლოგიის სფეროში ყველა არსებული პრობლება, რომელიც ინერციით არის გადმოყოლილი გასული საუკუნიდან და მნიშვნელოვნად აზარალებს და აფერხებს სტომატოლოგიის სფეროს განვითარებას, იქნება ეს შრომითი დავები, პაციენტის და მედპერსონალის უფლების დარღვევა თუ არსებული კანონმდებლობის, რეგულაციის და თუნდაც სამშენებლო ნორმატივის დარღვევით გამოწვეული პრობლემა, რომელიც აისახება პაციენტის ან პერსონალის ჯანმრთელობაზე.

ორგანიზაცია საქართველოს თითოეულ რეგიონში არსებულ წევრ კლინიკებს აწვდის კანონმდებლობას, ატარებს შეხვედრებს, პროფესიულ თუ კლინიკის მართვასთან დაკავშირებულ ტრენინგებს,ჩართულია უწყვეტი სამედიცინო განათლების,პროფესიული მომზადება-გადამზადების პროექტში და სულ ახლახანს დაანონსდა შიდა ქართლში სტომატოლოგის ასისტენტის მომზადების სასწავლო კურსი, სადაც სწავლას სკოლადამთავრებული ახალგაზრდები მთელი საქართველოდან სრულიად უფასოდ შეძლებენ.. წევრებს აქვთ საშუალება ისარგებლონ პარტნიორი ორგანიზაციების შეთავაზებებით, რომელიც მათ საქმიანობას წარმატებით წარმართავს.

აღსანიშნავია ასევე, რომ სწორედ ჯანდაცვის განვითარებისა და უფლებათა დაცვის ლიგის გუნდი უწევდა კოორდინაციას პანდემიის მძიმე პერიოდში უსაფუძვლოდ დაკეტილ კლინიკებს და მათ პაციენტებს, რომლებმაც სამუშაო პროცესის აღდგენა, ახალი რეგულაციების გაცნობა და დაცვა ჯანდაცვის ლიგის კოორდინატორების, მობილური ჯგუფების უძილო ღამეების და დიდი შრომის შედეგად შეძლეს.

ჯანდაცვის განვითარებისა და უფლებათა დაცვის ლიგის გუნდის პირველი და ერთ-ერთი მთავარი მიზანია მოერგოს სტომატოლოგიური კლინიკები არსებულ კანონმდებლობას და რეგულაციებს და თითოეული მოქალაქისთვის ხელმისაწვდომი გახდეს მაქსიმალურად მაღალი ხარისხის, უსაფრთხო სამედიცინო/სტომატოლოგიური სერვისის მიღება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.