ნოემბერი 24, 2024 05:18

ნომინაციაში „წარმატებული ტოპ მასტერი სილამაზის სფეროში-2023“ წარმოგიდგენთ მილენა კუპრავას

„ლიდერ ქალთა საზოგადოება“ ნომინაციაში „წარმატებული ტოპ მასტერი სილამაზის სფეროში-2023“ წარმოგიდგენთ პერნამენტული მაკიაჟის, „მეიქაფისა“ და წამწამების დაგრძელების სპეციალისტს, მილენა კუპრავას.
მილენა არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება საკმაოდ პატარა ასაკში, ოჯახისა და შვილების მოვლის პარალელურად არასოდეს გაჩერდე, დაისახო მიზანი და მუდმივად იმუშაო თვითგანვითარებაზე ამ მიზნის მისაღწევად.
სასურველ პროფესიებში დახელოვნების შემდეგ დააფუძნა საკუთარი აკადემია, რომელიც „Milenas Academy“-ს სახელით პოზიციონირებს და თავადვე გახლავთ ტოპ მასტერი.
MILENAS ACADEMY – ში მომხმარებელს სთავაზობენ შემდეგ პროცედურებს უმაღლესი ხარისხის პროდუქციის გამოყენებით:
– წამწამების ღეროვან დაგრძელებას,
– პერმანენტულ მაკიაჟს,
– საღამოს მაკიაჟს.
ასევე აკადემიაში შეგიძლიათ საფუძვლიანად შეისწავლოთ ზემოთ ჩამოთვლილი, დღეისათვის ყველაზე მოთხოვნადი პროფესიები და გახდეთ სერტიფიცირებული სპეციალისტი.
„მე ვარ მილენა კუპრავა აფხაზეთიდან.“- სწორედ საკუთარი სამშობლოს, ყველასათვის უსაყვარლესი და მტკივნეული თემის – აფხაზეთის ხსენებით იწყებს მილენა საკუთარი თავის წარდგენას და მისი მიზნებიც სწორედ საკუთარ კუთხეს უკავშირდება:
• ჩემი სამომავლო მიზნები ჩემს აფხაზეთს უკავშირდება. დიდი სურვილი მაქვს და მიზნად მაქვს დასახული, MILENAS ACADEMY-ის ერთ-ერთი ფილიალი მშობლიურ კუთხეში გავხსნა. იქ მცხოვრებ ქართველ და აფხაზ ქალებს მივცე შესაძლებლობა, დაეუფლონ ყველაზე მოთხოვნად პროფესიას, განვითარდნენ და მიაღწიონ მწვერვალებს.
ამბობს, რომ იმ საქმეში, რასაც აკეთებს მთელს მის რესურსს დებს და შესაბამისად, ეს ყოველივე შედეგზეც აისახება: მან შექმნა აკადემია, რომელსაც უამრავი კმაყოფილი მომხმარებელი ჰყავს.
• ვთვლი, რომ ყველა ქალი იმსახურებს იყოს ლამაზი და ვცდილობ, მათთვის მაქსიმალურად კომფორტული გარემო შევქმნა. პირველ რიგში, მაღალ ხარისხზე ვარ ორიენტირებული, როგორც მომსახურების, ისე თავად გამოყენებული პროდუქციის კუთხით. უზომოდ ვარ შეყვარებული ჩემს საქმეზე, სულს და გულს ვდებ მასში და შესაბამისად, შედეგიც არ აყოვნებს.
მიიჩნევს, რომ საკუთარ პროფესიაში ეხმარება ის, რომ ქალია, რადგან ზუსტად შეუძლია გაიგოს, რა სურთ მასთან მისულ ქალბატონებს.
• მიხარია, რომ ქალი ვარ, რადგან მივიჩნევ, რომ ნებისმიერ სფეროში ქალს არანაკლები შეუძლია, ვიდრე მამაკაცს, ეს იქნება წარმოება, ინოვაცია,მომსახურების სფერო, სპორტი ან თუნდაც სამხედრო სამსახური. სილამაზის და ესთეტიკის სფეროში კი, სწორედ ჩვენ , ქალები ვართ წამყვანები.
• იმის გარდა, რომ ვარ წარმატებული ჩემს სფეროში, ვარ მოსიყვარულე მეუღლე და მზრუნველი დედა.
მთავარ მიღწევებს შორის რამდენიმე პუნქტს გამოყოფს და ამბობს, რომ ყველა მათგანი მისთვის თანაბრად მნიშვნელოვანია:
• საკუთარი თავი – მიყვარს , პატივს ვცემ, მჯერა ჩემი შესაძლებლობის. მადლიერი ვარ საკუთარ თავის გამბედაობისთვის და იმისთვის, როგორი ცხოვრებითაც ვცხოვრობ.
• ჩემი ოჯახი – მეუღლე და შვილები. ჩემი მეუღლე ყველაზე კარგი ანარეკლია ჩემი განვითარების. მას შეუძლია დამანახოს თუ როგორი ძლიერი ქალი შემიძლია ვიყო. მადლიერი ვარ მისი.
ჩემი შვილები – ყველაზე დიდი ახდენილი ოცნებაა, ზუსტად მაშინ, როცა ეს ყველაზე მეტად მჭირდებოდა.
• ჩემი და – ყველაზე ძვირფასი დანატოვარი და საგანძური მშობლებისგან, ჩემი იმედი და მოტივაცია.
• ჩემი ნათესავები, ახლობლები, მეგობრები, ჩემი გუნდი-თითოეული მათგანი ჩემი ნაწილია ნაწილია ყველაფერში, ისინი არიან ჩემი სტიმული, ჩემი განვითარების ხელშემწყობნი, ჩემი სიამაყე….
• ჩემი მასწავლებლები-თითოეული, ვინც მომცა ცოდნა და შესაძლებლობა, გავხდე უფრო ცნობილი და წარმატებული.
ამბობს, რომ მიუხედვად იმისა, რომ ქალებს სუსტ სქესად მიიჩნევდნენ, საბედნიეროდ, ეს შეხედულება თავად ქალებისვე მონდომებით შეიცვალა და მიუხედავად იმისა, რომ პრობლემები კიდევ დარჩა, ქალთა სიძლიერე , შესაძლებლობები და უნარები ეჭვს აღარ იწვევს. გამოწვევებს კი ერთობლივი ძალებით აუცილებლად გავუმკლავდებით.
• ჩვენ ქალებს შეგვიძლია ყველა ოცნება რეალობად ვაქციოთ, ყველა სურვილი ავისრულოთ და დავტკბეთ ცხოვრებით.
ქალებს, რომლებიც ახლა დგანან მიზნისკენ მისაღწევ გზაზე, ურჩევს:
• არსებობს მცდელობების რაოდენობა და საბოლოო წარმატება. აქ მახსენდება მაიკლ ჯორდანის სიტყვები: „ცხოვრებაში მე ვმარცხდებოდი, ისევ და ისევ, ისევ და ისევ და ამიტომ ვარ წარმატებული“.დაიჯერეთ საკუთარი თავის და შესაძლებლობის! დაიჯერეთ, რომ შეძლებთ და სამყარო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ თქვენ სასურველი მიიღოთ!

კომენტარის დატოვება