აპრილი 25, 2024 11:14

ნომინაციაში „გამოცდილება და ხარისხი-2023“ წარმოგიდგენთ ქალბატონ მანანა გაბრიჭიძეს

ლიდერ ქალთა საზოგადოება, ნომინაციაში „გამოცდილება და ხარისხი-2023“ წარმოგიდგენთ  ინტერნეტ ტელევიზია ,,ინკოგნკტო-ს,, და საიტის www.incognitotv.ge  დამფუძნებელსა და ხელმძღვანელს ქალბატონ მანანა გაბრიჭიძეს.

ინტერნეტ ტელევიზია ,,ინკოგნიტო,, არის სატელევიზიო სკოლა, რომელიც უკვე 26 წელია ზრდის ნორჩ ჟურნალისტებს. ინკოგნიტოს უამრავი ჟურნალისტი ჰყავს გამოზრდლი, რომლებიც დღესაც მუშაობენ ტელევიზიებსა თუ რადიოებში და წარმატებულები არიან.
• შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ყველა ტელევიზიაში არიან ჩემი გამოზრდილი ჟურნალისტები. რამდენიმე მათგანს ჩამოვთვლი, მაგალითად: პირველი თაობა -გიორგი გილიგაშვილი (ჩემმა მზემ) ასე ვიცნობთ მას ყველა. ნუცა და მარიამ გილიგაშვილები, გიორგის დები; ელენე თავაძე და ანნა ჯამაგიძე (საზოგადოებრივი მაუწყებელი);ნათია ხართიშვილი და მარიამ სებუა(პოსტ- TV);რადიოში: თეო დარჩია (დარდი -მანდი) პროდიუსინგი, სული და გული ამ რადიოსი.
www.incognitotv.ge- გახლავთ საიტი, რომელიც მუდმივად პოზიტიურ, დადებითი მუხტით გაჯერებულ სიუჟეტებს ამზადებს ნორჩი ჟურნალისტების ჩართულობით.
ქალბატონ მანანას მიაჩნია, რომ ინკოგნიტოელი ბავშვები არიან ისინი, ვისაც აქვს შესაბამისი ცოდნა, განათლება, კულტურა, გამოცდილება, ვინც საქართველოს მომავალი უნდა ააშენონ და როგორც ბატონმა ნუგზარ რუხაძემ შეაფასა ისინი, ბავშვები, რომლებსაც შეგიძლია თამამად ჩააბარო ქვეყანა.
ქალბატონ მანანას მრავალმხრივი განათლება აქვს მიღებული, თუმცა მის მთავარ პროფესიად ჟურნალისტობას, „ინკოგნიტოს“ ხელმძღვანელობას მიიჩნევს:
• იმდენი სერთიფიკატი, დიპლომი და პროფესიული განათლება მაქვს მიღებული, თუმცა დღემდე ვაგრძელებ სწავლას და ეს არასოდეს არაა ზედმეტი. ვარ „ტელევიზიონშიკი“, როგორც ჭელო იტყოდა… (სამწუხაროდ, ცნობილი კლიპმეიკერი პაატა ჭელიძე, რომელსაც უამრავი თაობა ჰყავს აღზრდილი ჩვენს სატელევიზიო სკოლაში, წლებია გარდაცვლილია. )
იხსენებს, რომ დაახლოებით 32 წელია ტელევიზიაშია და ის, რომ ქალია, პირიქით ეხმარება საკუთარ საქმიანობაში:
• ვარ ძველი ალიონელი და იმის გარდა, რომ მიყვარს ტელევიზია, მიყვარს კამერა, მის მიღმა მუშაობა, მიჭირს კი, არა პირიქით, ძალიან მხიბლავს მხიბლავს ის ფაქტი, რომ სწორედ ქალს, დიდი კამერა მქონდეს ბეჭზე კომფორტულად შემოდებული და ვიმუშაო გადასაღებ მოედანზე!
მიაჩნია, რომ მისი მთავარი მიღწევა გახლავთ შრომისმოყვარეობა, მიზანდასახულობა და 100%-იანი ნებისყოფა და ცხადია წარმატებული ინტერნეტ-ტელევიზია „ინკოგნიტო“, რომელიც შეიძლება ითქვას, მისი იდენტობის ნაწილად იქცა.
მიაჩნია, რომ სამყაროში ქალი და მისი როლი ყველაზე მნიშვნელოვანია:
• ქალი?! ქალია ღამე! დღე! სურნელი! სამყარო! ფერები! გემო და საერთოდ დედამიწას მანდილოსნები ვატრიალებთ! მგონია, ქალის გარეშე სამყაროს ფერი არ ექნებოდა! ყველა-ფერი ვართ!
ქალებს, რომლებიც ახლა დგამენ თავიანთ პროფესიასა თუ ბიზნესში პირველ ნაბიჯებს, ქალბატონი მანანა ურჩევს:
• რამდენჯერაც არ უნდა წაიფორხილონ, იმდენჯერვე უნდა ადგნენ და გააგრძელონ დაუღალავი შრომა მიზნის მისაღწევად! არასდროს თქვან და არც გაიფიქრონ, რომ არაფერი გამოუვათ, პირიქით, იცოდნენ დროის ფასი და არასდროს არცერთი ნაბიჯით უკან დახევის უფლება არ მისცენ საკუთარ თავს! მშვიდად და დინჯად აშენონ საკუთარი ჩანაფიქრის განსახორციელებლად ის მყუდრო სამყარო, რომლისთვისაც ვცხოვრობთ ადამიანები!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.