მაისი 3, 2024 12:00

ივლისის თვის ღონისძიების პარტნიორია “მოიხვიე ყაბალახი”

„ლიდერ ქალთა საზოგადოების“ ივლისის თვის ღონისძიების სპონსორია
ბრენდი აწარმოებს ძველი ნაციონალური სამოსის ულამაზეს ატრიბუტს, ყაბალახს, თანამედროვე შტრიხებითა და ულამაზესი ქსოვილებით, რომელიც ყოველდღიურ ჩაცმულობასაც კი თამამად შეგიძლიათ შეუხამოთ.
თამარ ბახტაძე ბრენდის დამფუძნებელი და დირექტორი:
 გაჩნდა იდეა, რომ ყაბალახი რომ არ ყოფილიყო მხოლოდ სასცენო აქსესუარი და მისი ყოველდღიური გამოყენებაში დანერგვა მოგვეხერხებინა. შრომამ შედეგი გამოიღო და დღეს „მოიხვიე ყაბალახის“ დამსახურებით ნაციონალური სამოსის ეს ულამაზესი ნაწილი, საკმაოდ ცნობილი და პოპულარული აქსესუარია და თავად სიტყვა ყაბალახის მნიშვნელობაც მეტმა ადამიანმა გაიგო.
ბრენდი უკვე 10 წელზე მეტია არსებობს ბაზარზე და ხარისხი მით უფრო მეტად უმჯობესდება და იხვეწება.
 ხარისხზე დიდი აქცენტი გვაქვს პირველივე დღიდან და არასოდეს ვმუშაობთ უხარისხო ქსოვილით. უხარისხო ქსოვილს არ ვაკადრებთ ქართულ სამოსს. ვიყენებთ ძირითადად ქაშმირს, შალსა და აბრეშუმს.
გარდა საქართველოსა, ჩვენი ყაბალახები აქტუალური და პოპულარულია საზღვრებს გარეთ. მას ხშირად ჩუქნიან უცხოელ მეგობრებს, სხვადასხვა ქვეყნის ელჩებს ჩუქნიან ჩვენი ელჩებიც და ის ღირსეულად წარადგენს ჩვენი ქვეყნის კულტურას უცხო ქვეყანაში.
 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.