აპრილი 25, 2024 23:44

ნომინაციაზე „კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის -2022“ წარმოგიდგენთ ქალბატონ ნაზი ჩიდრაშვილს

„ლიდერ ქალთა საზოგადოება“ ნომინაციაზე „კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის -2022“
წარმოგიდგენთ ქალბატონ ნაზი ჩიდრაშვილს.
ქალბატონი ნაზი გახლავთ საესტრადო სტუდია ,,N-voice”-სა და სტუდია ,,თელავის’’ დამფუძნებელი და დირექტორი.
თავად შესანიშნავი მომღერლის ხელში უამრავი თაობაა აღზრდილი. მათი წარმატებები მოწმობს იმას, რომ ქალბატონი ნაზი შესანიშნავი პედაგოგიც გახლავთ. არის უამრავი, მუსიკალური ფესტივალის თუ კონკურსის გამარჯვებული, როგორც მუსიკალური ხელმძღვანელი.
გარდა ამისა, ქალბატონი ნაზი ჩიდრაშვილი ასოციაცია საქართველოს ქალბატონების საპატიო წევრია, სტატუსით – ,,საქართველოს ქალბატონი’’.
ასევე არის საქართველოს ქალთა საბჭოს წევრი და მიღებული აქვს საქართველოს წარმატებული ადამიანის ტიტული ,,პერსონა 2020’’-ზე.
კახელი, კერძოდ თელაველი ქალბატონი ბავშვობიდან მღერის. ის იხსენებს თავის დებიუტს:
• მახსოვს 4 წლის ვიყავი, როდესაც, გამოვედი ფართო აუდიტორიის წინაშე,ის დღე ჩემი მეხსიერებიდან არასდროს წაიშლება,შემდეგ ისე დავავადდი სცენის მტვერით,რომ განკურნების სურვილი კი არ გამჩენია.
დაამთავრა თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფილოლოგიის ფაკულტეტი,ასევე ნიკო სულხანიშვილის სახელობის მუსიკალური სასწავლებელი ვოკალის სპეციალობით.
• სტუდენტობის დროს არაერთხელ მისახელებია მშობლიური სასწავლებელი,ამ ხნის განმავლობაში არ ჩატარებულა ღონისძიება ,ეს იქნებოდა საგანმანათებლო, შემეცნებითი თუ შემოქმედებითი ,რომ მე არ მიმეღო მონაწილეობა.ვმღეროდი გოგონათა გუნდში, ასევე ,სხვადასხვა ანსაბლებში.
• უნივერსიტეტში, 1999 წლიდამ ვხელმძღვანელობდი ესთეტიკური აღზდის სექტორს. ასევე, გახლდით,უნივერსიტეტის ფილოლოგის ფაკულტეტის პროფ- ბიუროს თავმჯდომარე. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ,უფრო აქტიურად ჩავერთე ქალაქის საზოგადობრივ საქმიანობაში.
ის გახლდათ მერაბ კოსტავას საზოგადოების წევრი, შემდეგ კი ძირითადად საგანმანათლებლო და კულტურულ სფეროში მოღვაწეობს:
• 2003-წლიდან მუშაობა დავიწყე, თელავის რაიონის სოფელ კონდოლის საშუალო სკოლის დირექტორად.
• 2004 -წლიდან ვმუშაობდი ქალაქ თელავის სასოფლო მსამეურნეო პროფესიულ სასწავლებელში, ლექტორის პოზიციაზე.
• 2010-წლიდან კი ვმუშაობდი ქალაქ თელავის პირველ საბავშვო ბაღში მუსიკის პედაგოგად. 2012 წლიდან დავაარსე, საბავშვო საესტრადო მუსიკალური სტუდია „თელავი“ ხოლო , შემდგომ, სტუდია; ,,N-voice’’. გახლავართ ამავე სტუდიების დირექტორი.
სტუდიებში, კომპლექსური სწავლებაა, ბავშვები ეუფლებიან, როგორც სიმღერის ისე ცეკვის ხელოვნებას. აქვთ უამრავი მიღწევა. მათ აქტიურად იწვევენ სხვადასხვა ფესტივალებსა თუ კონკურსებში, სადაც მუდმივად იკავებენ საპრიზო ადგილებს. მათ ახლახანს ჩეხეთის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალიდან პირველი და მეორე საპრიზო ადგილი ჩამოიტანეს.
ქალბატონი ნაზიც და მისი სტუდიებიც აქტიურად არიან ჩართულები, როგორც ქალაქის, ისე რაიონის შემოქმედებით ცხოვრებაში.
• იყო ღირსეული პედაგოგი, არც თუ ისე ადვილი საქმეა.ეს არის პირველ რიგში დიდი პასუხისმგებლობა. სიმღერის სიყვარულის საზრდოსთან ერთად , ბავშვს თუ არ მიაწოდე , სულიერი და ესთეტიური აღზრდის წყარო,მაშინ შენს პედაგოგიურ მოღვაწეობას უკვალოდ ჩაუვლია.
• ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი ! სიყვარული უნდა ასწავლო ბავშვს,სიყვარულით უნდა ასწავლო, ბავშვია, უნდა მოეფერო,დაუყვავო,თითოეულ ბავშვს მისეულად უნდა მიუდგე, თუ საჭიროა, მისი ტოლიც უნდა გახდე და მისთვის გასაგებ ენაზე უნდა გამოზარდო და ასწავლო.
• ყველგან და ყველაფერში,სიყვარული უნდა იყოს ამოსავალი წერტილი, ბავშვები უნდა უმღეროდნენ სიყვარულით, მზეს, მშობლებს, მეგობრებს, ბუნებას, სამშობლოს სამყაროს… სწორედ ბავშვობიდან , თუნდაც სიმღერიდან იწყება სამყაროს ფერადი ფერების აღქმა და შეგრძნება.
• რაც შეეხება იმას,რამდენად მიწყობა ხელს ქალობა, ჩემს პედაგოგიურ საქმიანობაში, გეტყვით, რომ ქალი დედობრივი მზრუნველობით, შინაგანი სულის სიფაქიზით, სიყვარულით , სითბოთი , ქალური ქარიზმატულობით და განსაკუთრებული მიდგომებით შემკულია და გამოირჩევა, ბავშვებთან ურთიერთობისას.
იმ ქალებს, რომლებიც ახლა დგამენ თავიანთ პროფესიასა თუ ბიზნესში პირველ ნაბიჯებს ქალბატონი ნაზი კითხვით მიმართავს:
• ქალბატონებო,ხომ გააქვთ ოცნებები? იდეები? კარგად დაფიქრდით, გაანალიზეთ, შემდგომ დაგეგმეთ,პრინციპულად დაისახეთ მიზანი, და წინ იარეთ მუდამ ამ მიზნის განსახორციელებლად ასევე, ჩართეთ ქალური ინტუიცია, ქარიზმა, იმედი, ოპტიმიზმი,და პოზიტივი არასოდეს გაინელოთ,აუცილებლად გაიღიმეთ და იზრუნეთ,როგორც თქვენს თავზე, ოჯახზე, საქმეზე , ასევე თქვენნაირად გულანთებულ, შემართულ და მოაზროვნე, საქმის დამწყებ ქალბატონებზე.
• ქალბატონებო ,გავერთიანდეთ ძალა ხომ ერთობაშია, ძლიერი ქალი კი ძლიერი საქართველოს და მსოფლიოს საწინდარია… მე მჯერა რომ ქალები გადაარჩენენ სამყაროს!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.