მაისი 1, 2024 04:58

წინასაახალწლო ღონისძიება №5 (ქალთა) დაწესებულებაში

📌 პენიტენციური სამსახურის მხარდაჭერით – საერთაშორისო განათლების აკადემია „ბიდისის“, “ლიდერ ქალთა საზოგადოებისა” და “მარიგოლდის” ორგანიზებით №5 (ქალთა) დაწესებულებაში წინასაახალწლო ღონისძიება გაიმართა, სადაც პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფმა მსჯავრდებულებმა „მარიგოლდის“ სადღესასწაულო კაბები მოირგეს.

🔷  №5 (ქალთა) დაწესებულებაში, წინასაახალწლო ღონისძიების ფარგლებში, პარალელურ რეჟიმში მოდების ჩვენება მოეწყო.

🔷  ღონისძიების დასასრულს გაიმართა კონცერტიც, შესრულდა მუსიკალური ნომრები.

🔷  მსჯავრდებულებმა სტუმრებს საჩუქრად ხელნაკეთი ნივთები გადასცეს.

🔷   წინასაახალწლო ღონისძიებები სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებაში ეტაპობრივად ჩატარდება.

ლიდერ ქალთა საზოგაოდება მადლობას უხდის ღონისძიებაში მონაწილე თითოეული პირს!

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.