მაისი 19, 2024 23:19

„განათლების სფეროში შეტანილი წვლილისთვის-2022“- ნელი ბარამიძე

„ლიდერ ქალთა საზოგადოება“ ნომინაციაში „განათლების სფეროში შეტანილი წვლილისთვის-2022“
წარმოგიდგენთ   ქალბატონ
 ნელი ბარამიძეს.
ქალბატონი ნელი გახლავთ ბათუმიდან. მან შეისწავლა მენეჯმენტის, მარკეტინგისა და საქმის წარმოების ტექნიკური სპეციალობები.შემდეგ დაეუფლა სალომბარდე საქმეს, თუმცა ის არ წყვეტს განვითარებასა და საკუთარი თავის მოსინჯვას სხვადასხვა პროფესიებში და ამჟამადაც სწავლობს. ის ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტში საბიბლიოთეკო საქმეს ეუფლება. 2012 წლიდან დღემდე მუშაობს სალომბარდე საქმის კოორდინატორად, ექსპერტ-შემფასებლად და ასევე მის ცოდნას უზიარებს მომავალ თაობასაც 2018 წლიდან დღემდე.
ამბობს, რომ უყვარს საკუთარი საქმე და ეამაყება, რომ ღირსეულად დაიმკვიდრა საზოგადოებაში ადგილი საკუთარი პროფესიონალიზმით.
მიაჩნია, რომ წლების წინ არ იყო საზოგადოებაში ეს პროფესია პოპულარული, თუმცა დღეს ამ მხრივ შეიცვალა სიტუაცია, რასაც მოწმობს ამ საქმის შესწავლის მსურველთა მატება.
მთავარ მიღწევად მიიჩნევს იმას, რომ თავის საქმეში წარმატებულად მიიჩნევენ და ცხადია, ეს ახარებს და ეამაყება.
მიიჩნევს, რომ ქალი ძლიერი არსებაა.
  • ქალებს შესწევთ უნარი იყვნენ ძლიერები. მათ აქვთ ყველანაირი რესურსი, რომ ჰქონდეთ მიზანი, აკეთონ ის საქმე, რომელიც უყვართ, მიაღწიონ წარმატებას, გახდნენ საკუთარ პროფესიაში აღიარებულები და დაფასებულები, გახდნენ ლიდერები.
ქალბატონებს, რომლებიც ახლა დგანან პროფესიული არჩევანის წინაშე ან ახლა დგამენ პირველ ნაბიჯებს ბიზნესსა თუ კარიერაში ურჩევს იყვნენ თავდაჯერებულები.
  • გისურვებთ პროფესიულ ზრდას და განვითარებას . იყავით თავდაჯერებულები! ადამიანი ყოველთვის მიაღწევს მიზანს თუ არის მონდომება. წარმატებებს გისურვებთ!

კომენტარის დატოვება