აპრილი 25, 2024 19:12

საბავშვო ბაღი “ტა-ა-ტი” – „წლის საუკეთესო სკოლამდელი დაწესებულება-2022“

„ლიდერ ქალთა საზოგადოება” ნომინაციაზე „წლის საუკეთესო სკოლამდელი დაწესებულება-2022“
წარმოგიდგენთ ბაგა-ბაღ „ტა-ა-ტსა“ და მის დამფუძნებელსა და დირექტორს ქალბატონ
 ლეილა ველიაძეს.
  • წლების განმავლობაში ვიმუშავე ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად,შემდეგ ფსიქოლოგის კვალიფიკაცია მივიღე და ასევე წლების განმავლობაში ბაღის ფსიქოლოგი ვიყავი,სწორედ ბავშვებთან მუშაობის გამოცდილებამ გადამაწყვეტინა საკუთარი ბაღი გამეხსნა.
  •  2020წელს დავაფუძნე ბაგა-ბაღი „ტაატი“,რომელიც საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა.
 ტაატი“ – ეს არის ადგილი სადაც ბავშვი ოჯახურ გარემოში გრძნობს თავს და რაც მთავარია მას აქ აღიარებენ,უსმენენ და პატივს სცემენ მათ უზენაეს უფლებებსა და თავისუფლებას.
  • განათლებული ქალი ოჯახის სინათლეა…პროგრესული,მოაზროვნე,წარმატებული მომავალი თაობის შექმნაში უდიდესი როლიც და პასუხისმგებლობაც ქალზეა.ქალი განათლებული და რეალიზებული სჭირდება საზოგადოებას.
  • ჩემი მიზანია ღირსეული, ძლიერი, სრულფასოვანი, თავისუფალი ადამინები გაიზარდონ და ყველაზე მეტად რაც მაწუხებს, არის ის,რომ ჩემი აღზრდილები კაცთმოყვარე ,სხვისი უფლების პატივისმცემელი თაობის წარმომადგენლები იყვნენ.
  • არ ვფიქრობ,რომ საქმიანობაში ხელისშემშლელი ფაქტორი იყოს ის, თუ რომელი სქესის წარმომადგენელი იქნები, მთავარია საკუთარი თავის რწმენა,საქმისადმი სიყვარული და დაუღალავი შრომაა.
  • ქალებს ვურჩევ, უპირველესად, იზრუნონ საკუთარი შესაძლებლობის მაქსიმალურად გამოყენებისთვის, უწყვეტი განვითარებისთვის … ისწავლონ როგორც შეუძლიათ,სადაც შეუძლიათ და რამდენიც შეუძლიათ!
  • ძლიერი და განათლებული ქალი ქვეყნის სიძლიერე და წინსვლაა

ტაატი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.