აპრილი 18, 2026 05:06

ნომინაციაში „წლის გამორჩეული ქალი ფლორისტიკასა და ესთეტიკის შექმნაში – 2026“ წარდგენილია ქრისტინე ხუნდაძე

ქრისტინე ხუნდაძე — ქალი, რომელმაც შრომა, სილამაზე და სიკეთე საკუთარ საქმეში გააერთიანა

 

ქრისტინე ხუნდაძე ყვავილების სალონ „მარიელეს“ დამფუძნებელი და მმართველია — ქალი, რომელმაც საკუთარი შრომით, ხედვითა და მიზანდასახულობით შექმნა საქმე, რომელიც მხოლოდ ბიზნესს არ წარმოადგენს, არამედ ადამიანებისთვის სილამაზის, ემოციისა და სიყვარულის გაზიარების სივრცედ იქცა.

 

მისი პროფესიული გზა საჭიროებიდან დაიწყო. ხუთი წლის წინ საკუთარ უბანში მან დაინახა ის აუცილებლობა, რომელმაც მის მომავალ საქმიანობას მისცა ბიძგი. სწორედ ამ საჭიროებამ აქცია იდეა რეალურ საქმედ და შექმნა ადგილი, რომელიც დღეს უკვე ბევრისთვის განსაკუთრებულ ემოციებთან, დახვეწილ ესთეტიკასთან და ხარისხთან ასოცირდება. ქრისტინეს თქმით, ამ გზაზე გამოწვევები ბევრი იყო, თუმცა თითოეულ მათგანს ღირსეულად გაუმკლავდა და შეუპოვრად განაგრძო წინსვლა.

 

მისი კარიერული გზა მარტივი არასოდეს ყოფილა. ყოფილა წინააღმდეგობები, იმედგაცრუებები, გადაღლა და ისეთი პერიოდებიც, როცა დაუღალავი შრომის ფონზე შეიძლებოდა ეფიქრა, რომ ყველაფრისთვის თავი დაენებებინა. მაგრამ ყოველი ახალი დილა მისთვის ახალი ძალის, ახალი პასუხისმგებლობის და კიდევ ერთი ნაბიჯით წინ წასვლის შესაძლებლობად იქცეოდა. სწორედ ეს შინაგანი სიმტკიცე და საქმის სიყვარული დაეხმარა, რომ არც ერთ ეტაპზე უკან არ დაეხია.

ერთ-ერთ ყველაზე რთულ გამოწვევად მის გზაზე კონკურენცია იქცა, რომელიც ხშირად მტრული დამოკიდებულებითაც გამოვლინდა. თუმცა ქრისტინე ხუნდაძემ ამ ყველაფერს საკუთარი სტილით უპასუხა — სიკეთით, ღირსებითა და საქმეზე კონცენტრაციით. მისთვის ყოველთვის მთავარი იყო არა კონფლიქტში შესვლა, არამედ ხარისხის, პროფესიონალიზმისა და ადამიანური ურთიერთობების შენარჩუნება. სწორედ ამ მიდგომამ აქცია ის კიდევ უფრო ძლიერი და გამორჩეული საკუთარ სფეროში.

ქრისტინე ხუნდაძის პიროვნების მთავარი საყრდენი სიკეთე, ჰუმანურობა და ადამიანებზე ზრუნვაა. როგორც თავად ამბობს, მისთვის უმნიშვნელოვანესია მაქსიმალური ჰუმანურობა, სიკეთის კეთება და მუდმივი ყურადღება გარშემომყოფების მიმართ. სწორედ ეს ღირებულებები იგრძნობა მის საქმიანობაშიც — თითოეული თაიგული, თითოეული გაფორმება და თითოეული შექმნილი კომპოზიცია მხოლოდ ვიზუალური სილამაზე არ არის, არამედ სიყვარულითა და გულით გაკეთებული საქმეა.

მის ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ლიდერ ქალთა საზოგადოებას. როგორც თავად აღნიშნავს, სწორედ აქ იპოვა სიმშვიდე და ის გარემო, რომელიც აბედნიერებს. ქრისტინე ხუნდაძე მუდმივად ლიდერ ქალთა საზოგადოების ერთგული მხარდამჭერია და განსაკუთრებული სიყვარულით ამშვენებს საზოგადოების ღონისძიებების ნომინანტ ქალბატონებს უმშვენიერესი, ულამაზესი და დახვეწილი თაიგულებით. მისი ნამუშევრები არაერთი ღონისძიების გამორჩეულ დეტალად ქცეულა, ნომინანტ ქალბატონებს კი არასოდეს დაუმალავთ აღფრთოვანება და აღტაცება იმ სილამაზის მიმართ, რომელსაც ქრისტინე თავისი ხელით ქმნის.

ქრისტინე ხუნდაძისთვის მთავარი ხარისხია — არა მხოლოდ საქმიანობაში, არამედ ურთიერთობაშიც, ემოციაშიც და ცხოვრებაშიც. სწორედ ამიტომ მისი პროფესიული და პიროვნული გზა ერთიანად აღიქმება, როგორც ჰარმონია სილამაზეს, შრომას, სიყვარულსა და ადამიანურ სითბოს შორის.

კომენტარის დატოვება