ნომინაციაში წარმატებული მეწარმე და მეღვინე – 2023 “ წარდგენილია დაჯი კოვზირიძე
ქალბატონი დაჯი კოვზირიძე გახლავთ პროფესიით ექიმი,საქმიანობით მეწარმე.
მან წარმატებით დაამთავრა ,,თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი” და რეზიდენტურა. დაამთავრა ,,გოეთეს ” ინსტიტუტი ,,ევროპის ბიზნეს სკოლა”-, გავლილი აქვს მრავალი ტრენინგ-კურსი ბიზნესის და მედიცინის მიმართულებით.
2008 წელს დაიწყო სააფთიაქო ბიზნესი, მომდევნო წლებში პარალელურად საცალო გაყიდვებს მიჰყო ხელი, კერძოდ, გახსნა სუპერმარკეტების ქსელი, რომელიც ერთი მაღაზიის დაფუძნებით დაიწყო.
ასევე, აქვს საოჯახო ბიზნესი, თევზსარეწი ტბები, მოჰყავს მარცვლოვანი კულტურა.
2022 წელს დაჯი კოვზირიძემ დააფუძნა ღვინის მწარმოებელი კომპანია, რომელიც აწარმოებს 7 სახეობის ბოთლის ღვინოს ,სახელწოდებით ,,დივინო”.
ქალბატონი დაჯი უახლოეს მომავალში გეგმავს ღვინის იმპორტზე გატანას, ამ ეტაპზე მას აქვს მოლაპარაკებები სხვადასხვა უცხოელ ექსპორტიორებთან,
ასევე, გეგმავს ვაზის გაშენებას საკუთარ მამულში და თავისივე ყურძნის მოსავლით ქვევრის ღვინის წარმოებას.
–დაჯი კოვზირიძე
–ჩემს მთავარ მიღწევად ვთვლი იმას, რომ არასოდეს არ შევუშინდი არც ერთ გამოწვევას, გავხდი ძლიერი, წარმატებული, მიზანდასახული და უშიშარი. დღეს პრობლემებს, მხოლოდ გამოწვევად აღვიქვამ.., რადგან შეუძლებელი არაფერია მონდომების და მიზანდასახულობის პირობებში. მთავარ მიღწევად ვთვლი ჩემს ბრძოლებში გამობრძმედილ ხასიათს.
–გვითხარით თქვენი მოსაზრება ქალის როლზე საზოგადოებაში…
-ქალებისთვის ნაკლებად სახარბიელო გარემოა დღეს ბიზნესის თუ დასაქმების კუთხით. თუ შეხვდებით ქალს, გარკვეულ თანამდებობრივ ან ბიზნეს პოზიციაზე, დარწმუნებული იყავით, რომ მას მამაკაცზე გაცილებით მეტი ძალისხმევა დასჭირდა თავისი პოზიციის მისაღწევად .
ის, რომ ქალი ვარ მე პირადად ყოველთვის ხელს მიშლიდა ჩემი საქმიანობის წარმართვაში.
– ქალის როლი საზოგადოებაში უდიდესია, ქალები არიან მეტად წინდახედულები, ფრთხილები, უშიშრები, ქალები არ ომობენ. ჩემი აზრით უფრო მეტი ქალი უნდა იყოს ჩართული საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში
და ბოლოს, ქალები ზრდიან ჩემპიონებს.!
რას ურჩევთ ქალებს, რომლებიც ახლა დგამენ თავიანთ პროფესიასა თუ ბიზნესში პირველ ნაბიჯებს?
-ქალებს, რომლებიც ახლა დგამენ პირველ ნაბიჯებს თავიანთ პროფესიასა და ბიზნესში, ვურჩევდი საფუძვლიანად შეისწავლონ ის საქმე, რასაც ხელს მოკიდებენ და იყვნენ შეუცვლელები. შეხედონ საკუთარ თავს მომავლიდან, დაისახონ მიზნები და იბრძოლონ,რადგან,ბრძოლას,ყოველთვის აქვს აზრი.რაც ყველაზე მთავარია, არ შეეშინდეთ პრობლემების და გამოწვევების.
მონდომების ,შეუპოვრობის,თანმიმდევრულობისა და მოტივაციის შედეგად, ერთ დღეს აუცილებლად დაიპყრობენ მწვერვალებს.!