აპრილი 26, 2024 12:33

“ლიდერ ქალთა საზოგადოების” სპონსორია BroBell Flowers

 

 

BroBell Flowers დამფუძნებლები არიან ბროლა თეთრაძე და ბელა ლეჟავა.

BroBell Flowers 2016 წლიდან არის ბაზარზე. კომპანიის სახელი შეიქმნა დამფუძნებლების სახელების ინიციალებით ბროლასა და ბელას გაერთიანებით.

– მოგვიყევით გზა იდეის გაჩენიდან მის ხორცშესხმამდე

-კომპანიის დაარსების იდეა გაგვიჩნდა სტუდენტობიდან, როდესაც ვიყავით პირველ კურსზე. ორივეს გვიყვარდა ყვავილები, ასევე ვსწავლობდით ბიზნეს ადმინისტრირებაზე და თეორიული ცოდნაც გამოვიყენეთ.

ჩვენი ყვავილების ბიზნესი ძალიან მცირედი ბიუჯეტით დავიწყეთ. საკმაოდ რთული გზა გავიარეთ, ბევრი გამოწვევის წინაშეც დავდექით, რადგან მოგეხსენებათ ბაზარზე საკმაოდ ბევრი ყვავილების კომპანიაა და მუდმივად ვფიქრობდით რა უნდა შეგვექმნა ისეთი ყველასგან განსხვავებული, რაც მომხმარებელს აღაფრთოვანებდა და დააინტერესებდა.

– რა განასხვავებს თქვენს კომპანიას ბაზარზე არსებული მსგავსი კომპანიებისგან?

-ჩვენ მუდმივად ვცდილობთ სიახლეები შევთავაზოთ მომხმარებელს, შესაბამისად ყოველთვის განსხვავებულის და გამორჩეულის ძიებაში ვართ. Brobell Flowers- ის თაიგულებს თუ დააკვირდებით, შეამჩნევთ როგორი დიდი სიყვარულით არის შექმნილი. დღესდღეობით საკმაოდ ბევრი ერთგული  მომხმარებელი გვყავს რაც ძალიან გვახარებს. თითოეული მათგანი გვაძლევს სტიმულს ვიყოთ გამორჩეული და შევთავაზოთ ყველაზე განსხვავებული და ორიგინალური პროდუქტები.

მთელი ჩვენი გუნდი ყოველთვის იქნება ახლის ძიებაში, რათა  მომხმარებლებისთვის მუდმივად გვქონდეს სიახლეები.

– თქვენი  ხედვა როგორია ზოგადად ქალების, მათი როლის მიმართ საზოგადოებაში ?

– ძალიან გვიხარია და ვაფასებთ ქალების ენთუზიაზმს, მათ როლს საზოგადოებაში, ჩვენ თვითონ ქალები ვართ და დავანგრიეთ ყველა სტერეოტიპი, რომ ქალებს არ შეუძლიათ იყვნენ წარმატებული ბიზნესის წარმომადგენლები.

ვფიქრობთ, რომ ქალისთვის შეუძლებელი არაფერია!

-რას უსურვებთ ქალებს, რომლებიც ახლა დგამენ ნაბიჯებს ბიზნესსა თუ კარიერაში?

საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით ყველა ქალს ვუსურვებთ, რომ არ დაყარონ ფარხმალი, სჯეროდეთ საკუთარი თავის, შეუძლებელი არასდროს არაფერი არ არის.

მთავარია ირწმუნონ საკუთარი თავის და წარმატებას აუცილებლად მიაღწევენ.!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.