აპრილი 25, 2024 00:39

ნომინაციაში „ქვეყნის დემოგრაფიაში შეტანილი წვლილისთვის – 2022“ წარმოგიდგენთ ამაგდარ ექიმს, ლალი ცხოვრებაშვილს

„ლიდერ ქალთა საზოგადოება“ ნომინაციაში

„ქვეყნის დემოგრაფიაში შეტანილი წვლილისთვის – 2022“
წარმოგიდგენთ ამაგდარ ექიმს, რეპროდუქტოლოგს, ენროკრინლოგ-გინეკოლოგსა და ქირურგ-ენდოსკოპისტს, ქალბატონ ლალი ცხოვრებაშვილს.
ქალბატონი ლალი ნახევარ საუკუნეზე მეტია თავდადებით ემსახურება საკუთარ პროფესიას.წარმატებული, პროფესიონალი ექიმი დღესაც ღიაა ნებისმიერ საქველმოქმედო ღონისძიებაში ჩასართავად იმისათვის, რომ ადამიანებისთვის ხელმისაწვდომი გახადოს ექიმთან კონსულტაცია.
ის 47 წლის განმავლობაში მუშაობდა პროფესორ იოსებ ჟორდანიას სახელობის ინსტიტუტში. გახლდათ ასპირანტი,უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი, შემდეგ უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, დახელოვნების ინსტიტუტის დოცენტი,ენდოკრილოლოგი, გინეკოლოგიური განყოფილების ,კლინიკური განყოფილების გამგე. პირველი ქირურგი ენდოსკოპირტი გინეკოლოგიაში. ქალბატონი ლალი ბოლო 5 წელია მოღვაწეობს კლინიკა “კარაპს მედლაინსა”და კლინიკა “უნივერსში”.
“ ბედნიერებაა,რომ ქალი ვარ, ოჯახის დედა,მეუღლე,ბებია… ყოველთვის საჭირო თითოეული ოჯახის წევრისთვის.საზოგადოებაში კომუნიკაბელური,საინტერესო,კეთილგანწყობილი, მამაკაცები სიხარულით და პატივისცემით მხვდებიან,რაც მე ძალას მმატებს და მომავლის იმედს მაძლევს.“- ამბობს ქალბატონი ლალი.
თავის მთავარ მიღწევად საკუთარი ოჯახი და მადლიერი პაციენტები მიაჩნია:
„ჩემი მთავარი მიღწევაა ჯანსაღი და წარმატებული ოჯახის შექმნა, ბუნებრივია, მეუღლესთან ერთად.ასევე უამრავ მადლიერ პაციენთან კომუნიკაცია როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში, მრავალი ქვეყნის ქალბატონებთან.ასევე საქართველოს მოსახლეობის გამრავლებაში მონაწილეობის მიღება რეპროდუქტოლოგიური ჯანმრთელობის აღდგენის კუთხით.“
მიიჩნევს, რომ ქალისა და მამაკაცის როლი საზოგადოებაში სრულიად თანაბარია და სქესის მიხედვით დაყოფა ადამიანების შესაძლებლობებისა არასწორია.
როგორც გამოცდილი და წარმატებული ქალბატონი, ახალგაზრდებს და მათ, ვინც ახლა დგამენ საკუთარ პრიფესიაში პირველ ნაბიჯებს, ურჩევს:
„ახალგაზრდებმა მიიღონ მაქსიმალურად მაღალხარისხიანი განათლება. იყვნენ საქმეში და ცოვრებაში პატიოსნები და კეთილსინდისიერები. არ დათმონ და უკან არ დაიხიონ მიზნების განხორციელებისას ,რადგან წინაღობა მრავალი იქნება და როგორც არ უნდა უჭირდეთ შინაგანად, ეცადონ, ყოველთვის ხალისიანად, პრეზენტაბელურად გამოიყურებოდნენ ,რათა სასურველი იყოს მათთან ურთიერთობა ნებისმიერ საკითხში. გახსოვდეთ, ცხოვრება მშვენიერია. სიყვარულით სავსე გქნდეთ გული და აუცილებლად გაიმარჯვებთ!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.