აპრილი 27, 2024 09:12

ნომინაციაზე „წლის საუკეთესო კლინიკა და მომსახურება -2022“  წარმოგიდგენთ  კლინიკა „ტერდს”

„ლიდერ ქალთა საზოგადოება“ ნომინაციაზე „წლის საუკეთესო კლინიკა და მომსახურება -2022“ 
წარმოგიდგენთ 
კლინიკა „ტერდს“.
კლინიკა დაარსდა 2000 წელს და წამყვან პოზიციას ინარჩუნებს კავკასიაში სამედიცინო ბიომექანიკის სფეროში. ის ქვეყანის მასშტაბით რამდენიმე

 

ფილიალით არის წარმოდგენილი, რომლებიც მდებარეობს თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და ზუგდიდში.
„ტერდის“ მომსახურების სპექტრს წარმოადგენს -ორთოპედია, ტერფის ფუნქციონალური დიაგნოსტია,ინდივიდუალური ღაბაშის დამზადება, რეაბილიტაცია, მექანოთერაპია.
„ტერდის“ პარტნიორები არიან გერმანიისა და ბელგიის წამყვანი სამეცნიერო კვლევითი ცენტრები.
კლინიკის დამფუძნებელი, ექიმი, ორთოკინეზითერაპევტი თამარ ჭიჭინაძე, რომელიც გამოირჩევა პროფესიონალიზმითა და პაციენტებთან განსაკუთრებულად უშუალო და ყურადღებიანი დამოკიდებულებით, კლინიკაში დაარსების პირველი დღიდან მუშაობს და კლინიკა მისი მეორე სახლი და ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.
გარდა აქტიური სამედიცინო საქმიანობისა, ქალბატონი თამარი ასევე აქტიურადაა ჩართული საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში.
• ბოლო პერიოდში ინტენსიურად ვარ ჩართული ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში.საპარლამენტო არჩევნებში ვიყავი ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი და შემდგომ ადგილობრივ არჩევნებზე კი საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.
ქალბატონი თამარის განათლება და კვალიფიკაციაც ასევე მრავალფეროვანი და ღირებულია. მან განათლება მიიღო თბილისის კლასიკური გიმნაზიაში. უშუალოდ სამედიცინო სფეროში კი სამედიცინო ინსტიტუტში, შემდგომ კი მოსკოვის ექიმთა დახელოვნების აკადემიაში. აქვს მიუნხენის და ობერკოხენის სამეცნიერო ბიომექანიკის კვლევითი ცენტრების კვალიფიკაცია.
მიიჩნევს, რომ ქალისთვის განათლება უპირობოდ აუცილებელი და საჭიროა.
• განათლებული რეალიზებული ქალი პირველ რიგში უზრუნველყოფს ბავშვების შესაბამის აღზრდა-განათლებას,რაც ქვეყნის განვითარების გარანტია. მეტი ქალი პოლიტიკასა და ბიზნესში რადიკალურად სასიკეთოდ შეცვლის არსებულ ვითარებას!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.