აპრილი 16, 2024 17:17

ნომინაციაზე „საუკეთესო მსახიობი და დეკლამატორი – 2022“ წარმოგიდგენთ ქალბატონ  მაკა შალიკაშვილს

„ლიდერ ქალთა საზოგადოება“ ნომინაციაზე „საუკეთესო მსახიობი და დეკლამატორი – 2022“
წარმოგიდგენთ ქალბატონ  მაკა შალიკაშვილს.
ქალბატონმა მაკამ დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტი დრამის მსახიობის სპეციალობით.
მას არაერთ თეატრში აქვს შესრულებული საკმაოდ სახასიათო და გამორჩეული როლები.
ეს თეატრებია: ერისთავის თეატრი, ილიაუნის თეატრი, თეატრალური სარდაფი რუსთაველზე, ვაკის თეატრალური სარდაფი, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი და სხვა.
გარდა თეატრისა, მაკა შალიკაშვილს მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა კინოსა და ტელესერიალში, როგორებიცაა:
• სერიალი “მტვრის გემო” – (რეჟისორი: დავით ჯანელიძე)
• სერიალი “ყავა და ლუდი” – (რეჟისორი: ერეკლე ბადურაშვილი)
• მხატვრული ფილმი “ურსუსი” – (რეჟისორი: ზაზა ბუაძე და ოთარ შამათავა)
• მხატვრული ფილმი “რობიზონი და შვიდი პარასკევა” – (რეჟისორი: გიორგი კიკალიშვილი)
• მხატვრული ფილმი “მიდიოდა მატარებელი” – (რეჟისორი: გიორგი შენგელაია) და სხვა.
ქალბატონი მაკას მხატვრულად წაკითხული ლექსები განსაკუთრებით პოპულარული გახდა ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელებსა თუ სხვა მედიასაშალებებში.
ის შესანიშნავი დეკლამატორია და ასევე გახლავთ მეტყველების კულტურის მაგისტრი.
ქალბატონი მაკა წლებია მუშაობს პიარის მიმართულებითაც.
მაკა შალიკაშვილი გახლავთ სხვადასხვა ბრენდის სახე. ის ასევე აქტიურადაა ჩართული საქველმოქმედო ღონისძიებებსა და შშმპ ბავშებისადმი განკუთვნილ აქტოვობებსა და პროექტებში, როგორც მეტყველების სპეციალისტი.
ის ქალბატონებს უსურვებს, რომ იყვნენ პოზიტიურები, უშუალოები და ხშირად დაუკრან ტაში საკუთარ თავებსა და ერთმანეთს!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.