აპრილი 26, 2024 09:06

„ლიდერ ქალთა საზოგადოების“ სპონსორია „სქაილაინ ივენთი“

„ლიდერ ქალთა საზოგადოების“ სპონსორია
კომპანიის მთავარი ნიშა ღია ცის ქვეშ ქორწილებისა და სხვადასხვა დღესასწაულების ორგანიზებაა.
კომპანია „სქაილაინ ივენთი“ 12 წლის წინ დაარსა დარეჯან ბურჯალიანმა და ის დღემდე ინარჩუნებს მყარ ადგილს ბაზარზე, რადგან მუდმივად განვითარებაზე, მომხმარებლის კმაყოფილებაზე და ხარისხზეა ორიენტირებული.
ქალბატონი დარეჯანი გვიყვება, რომ თავიდან მხოლოდ დეკორის მიმართულებით დაიწყო მუშაობა.თუმცა აღმოაჩინა, რომ ჯერ კიდევ არავის ჰქონდა დაკავებული ღია ცის ქვეშ ღონისძიებების ორგანიზების ხაზი და რადგან ფანტაზიის და კრეატივის არეალი ასე უფრო ვრცელი იქნებოდა მისთვის და მაქსიმალურ კომფორტს შეუქმნიდა, ქეითერინგის მიმართულების დატესტვაც გადაწყვიტა.
• რამდენიმე წარმატებული ღონისძიების მერე თამამად დავიწყე შეთავაზება გაერთიანებული ვერსიით,რამაც ძალიან გაამართლა.
• მომხმარებლებს ხუთ ძირითად სერვისს ვთავაზობთ ჩვენი ძალებით: ღია სივრცის შერჩევა,ინვენტარის დაქირავება,მენიუ,მომსახურე პერსონალით უზრუნველყოფა და დეკორაცია…
• დამფუძნებლები თავად ვართ გადამწყვეტი სერვის კადრები(დიზაინერი,შეფ მზარეული)…აღფრთოვანებას მხოლოდ ხარისხით კი არა, ასევე ასევე საკმაოდ ხელმისაწვდომი ფასებითაც ვიწვევთ.
• მარკეტინგული კოზირი ჩვენი ყოფილი მომხმარებლების რეკომენდაციაა.
ქალბატონი დარეჯანი ამბობს, რომ კომპანიის სურვილია ხელი შეუწყოს ქალებისათვის საკმაოდ მაღალანაზღაურებადი პროფესიების შესწავლასა და დასაქმებას.
• არა მხოლოდ ჩვენს, ყველა ორგანიზაციას უნდა ქონდეს გამოცდილებების გაზიარების კულტურა,სხვადასხვა მიმართულებით, რომ მეტმა ქალმა იპოვოს საკუთარი როლი საზოგადოებაში. საჭიროა მათი მოტივაციის ამაღლება მსგავსი აქტივობებით
მაგალითად ჩვენ დიდი ხანია ვგეგმავთ ივენთ კურსების შეთავაზებას, რაც გათვლილია ფანტაზიით და კრეატივით დაჯილდოვებულ ქალებზე, რომელთაც სურთ იპოვონ ისეთი მაღალანაზღაურებადი პროფესიები, როგორიცაა: ფურშეტის დიზაინერი,ღონისძიების დეკორატორი,ტორტის დიზაინერი და ასე შემდეგ, რომ თავად შეძლონ საკუთარი თავის პოვნა და განვითარება.
ქალებს, რომლებიც ახლა დგამენ პირველ კარიერულ ნაბიჯებს, ქალბატონი დარეჯანი საკუარი გამოცდილებიდან გამომდინარე, ურჩევს:
• შეუპოვრობას შეუპოვრობას და კიდევ შეუპოვრობას! არსებული, უკვე მიგნებული უნარების დახვეწას და მაღალ ემოციურ მდგომარეობას, პოზიტიურ განწყობასა და შემართებას მეტი პროდუქტიულობისთვის.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.