აპრილი 29, 2024 00:57

„ლიდერ ქალთა საზოგადოების“ რიგით მეხუთე დაჯილდოების ღონისძიება

„ლიდერ ქალთა საზოგადოების“ რიგით მეხუთე დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა 10 აპრილი 19:00სთ-ზე სასტუმრო „თბილისი ჰუალინგში“. ღონისძიება ტრადიციულად წარმოადგენდა საზოგადოების ერთ-ერთ მთავარ აქტივობას, რომელშიც სხვადასხვა ნომინაციებში დაჯილდოვდნენ წარმატებული ქალბატონები სხვადასხვა სფეროებიდან, რომლებიც შეირჩნენ საზოგადოების წევრების რეკომენდაციებისა და სოციალური გამოკითხვების შედეგად. მათი დოსიე კი განიხილა სპეციალური ჟიურიმ. სპეციალური ჟიურის შეხვედრა გაიმართა ღონისძიების წინა პერიოდში. მათ შეაჯამეს მოპოვებული ინფორმაცია და შეიმუშავეს ნომინაციები თითოეული ქალბატონის ბეგრაუნდიდად გამომდინარე.

შესაბამისად ამ ღონისძიების ფარგლებში ქალბატონები დაჯილდოვდნენ 19 სხვადასხვა ნომინაციაში:

  1. “ საუკეთესო კოსმეტოლოგ-ინექიცონისტი-2023” -ნათია ჯანჯღავა
  2. „წარმატებული ტოპ მასტერი სილამაზის სფეროში-2023“-მილენა კუპრავა
  3. „გამოცდილება და ხარისხი-2023“- მანანა გაბრიჭიძე
  4. „საუკეთესო ფლორისტ-დეკორატორი სამეგრელოში -2023“- მაკა ჯაბუა
  5. “გენდერული საკითხების ხელშეწყობისთვის გურიის რეგიონში -2023” – მაია პაიჭაძე
  6. „მრავალმხრივი შესაძლებლობები- „კრონ პალასის“ წარმატებული მენეჯერი და მომღერალი-2023“  – ინგა დათიკიშვილი
  7. “წარმატებული ფლორისტი და დიზაინერი 2023”- იზა მახარაშვილი
  8. „საუკეთესო სპეციალისტი და ხელმძღვანელი, წარმატებული ბრენდის შემქმნელი -2023“ – ეკა ყურშიტაშვილი
  9. „წარმატებული სტარტაპ ბრენდი 2023“ – „DI SHINE”- დიანა ჯალაღანია
  10. „საუკეთესო ხელმძღვანელი და ღონისძიებების ორგანიზატორი 2023“ – დარეჯან ბურჯალიანი
  11. „წლის საუკეთესო ლაზეროთერაპევტი – 2023“ – თამუნა მამუკაშვილი
  12. “განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის -2023”  – ეთერი წილოსანი
  13. “საუკეთესო ექიმი-სტომატოლოგი სამეგრელოს რეგიონში-2023”- მარიკა მელია
  14. „წარმატებული ექიმი დერმატო – ვენეროლოგი -2023“ – ანნა დედაბრიშვილი
  15. „წარმატებული მუსიკოსი და ჟურნალისტი – 2023“ -ნაზი სარჯველაძე
  16.  „წლის საუკეთესო დერმატოკოსმეტოლოგი-2023“ – ნინო ნიშნიანიძე
  17. „წარმატებული სტარტაპერი -2023“ -ნინო ნადირაძე
  18. „წარმატებული დიზაინერი და ბიზნეს ლედი -2023“ – ნანა ქავთარაძე
  19. „რეგიონში ქალთა როლის გაძლიერებისთვის -2023“ – იამზე გორგოტაძე

ღონისძიება არაჩვეულებრივად წაიყვანა და საზოგადოება თავისი სიმღერითაც რამდენჯერმე გაანებივრა მომღერალი ანდრია გველესიანმა. ღონისძიებაზე მოწვეულნი იყვნენ სტუმრები შოუბიზნესის, ბიზნესის, განათლების, ჯანდაცვის, მედიისა და სხვა სფეროებიდან. ღონისძიებაზე ნომრები შეასრულეს:  დუეტმა „ლეონმა“,ლიკა დოლიძემ, ნათია ზარანდიამ, ნანა ცინცაძემ, მარიამ ფირანიშვილმა, ლალი მჭედლიძემ, ია გოგოლაძემ, ნაზი სარჯველაძემ და ინგა თბილისელმა.

დაჯილდოებაზე გაიმართა ჟურნალის, „წლის ლიდერი ქალის“ მეორე ნომრის პრეზენტაციაც, რომელშიც შესულია ინფორმაცია ჩვენი წინა ნომინანტებისა და ემიგრანტი ქალბატონების, ასევე  სპონსორი კომპანიებისა და „ლიდერ ქალთა საზოგადოების“ აქტოვობების შესახებ.

ორგანიზაცია, რომლის  დევიზია  „ქალები ერთმანეთისთვის“ კიდევ უამრავ საინტერესო  და საჭირო აქტივობას შემოგთავაზებთ.

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.