აპრილი 26, 2024 08:42

,,ლიდერ ქალთა საზოგადოება” რესტორან ,,თაშრეში”

გუშინ, 28 აპრილს “ლიდერ ქალთა საზოგადოების” წევრებმა  რესტორან “თაშრეში” მორიგი სარელაქსაციო საღამო მოაწყვეს.

ეს გახლდათ შეხვედრა გაცნობისთვის,გართობისთვის და კონტაქტების გაღრმავებისთვის.

სადაც ასევე წარადგინეს “ლიდერ ქალთა საზოგადოების” რამდენიმე ახალი წევრი. გართობასთან ერთად მათ ისაუბრეს, ბევრ საინტერესო და საჭირო თემაზე. ასევე მათ ერთდ გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები. საღამო ძალიან სასიამოვნო და დადებითი ემოციებით სავსე გამოვიდა.  

აღსანიშნავია ის რომ, ჩვენი ორგანიზაციის წევრი ქალბატონები არიან სხვადასხვა სფეროს ნიჭიერი წარმომადგენლები. მოვისმინეთ მათ მიერ შესრულებული სიმღერები და ლექსები.ქალბატონების თქმით მსგავსი საღამოები საჭირო და აუცილებელია.

“ლიდერ ქალთა საზოგადოების” დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა ქალბატონმა ნათია შათირიშვილმა დააანონსა მომდევნო ტრენინგების და ასევე მომავალი დაჯილდოების ღონისძიება, რომელიც ივნისის თვეში გაიმართება.

,,ლიდერ ქალთა საზოგადოება” მუდმივად იზრუნებს იმაზე, რომ საზოგადოების წევრი ქალბატონები სხვადასხვა საინტერესო აქტივობებით გაანებივროს.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.