აპრილი 26, 2024 23:03

“ლიდერ ქალთა საზოგადოების” ღონისძიებას ემიგრანტები შემოუერთდნენ

31 ივლისს ბათუმში, სასტუმრო “შერატონში” გამართული ღონისძიებისთვის “ლიდერ ქალთა საზოგადოებას” ემიგრანტმა ახალგაზრდა ქალებმა გამოუგზავნეს ვიდეო-მიმართვები. მათ ახალ და ძველ ნომინანტებს წარმატებები უსურვეს და ასევე გამოთქვეს სიხარული იმის გამო, რომ საქართველოში ქალები აქტიურად არიან ჩართულები სხვადასხვა აქტოვობებში, საზოგადოებრივ ცხობრებაში და ქმნიან ამინდს ქვეყნის ეკონომიკაში, განათლებაში, კულტურასა და კიდევ მრავალ სხვადასხვა სფეროში. 

ემიგრანტმა ქალებმა ასევე გააცნეს მათ საკუთარი თავი და ქალთა ყოფის ზოგადი მიმოხილვა იმ ქვეყნებში, სადაც ისიცი მოღვაწეობენ.

ნომინანტებს მიესალმნენ: ნინო გრიგოლია, მედდა გერმანიიდან, ექიმი მელანია ბერიძე-თურქმენი თურქეთიდან,ემიგრანტი ჟურნალისტი ნონა გედენიძე იტალიიდან, ჭეჟიანგის უნივერსიტეტის ჩინეთის ისტორიის მაგისტრი ნენე ახობაძე ჩინეთიდან, ბლოგერი, იაპონური ენის პედაგოგი და კიოტოს პრეფექტურის თანამშრომელი მარიამ ბეჟანიშვილი-ინაბა იაპონიიდან.

https://www.facebook.com/GeorgianinJapan

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.