,,ლიდერ ქალთა საზოგადოება” რესტორან ,,თაშრეში”
ეს გახლდათ შეხვედრა გაცნობისთვის,გართობისთვის და კონტაქტების გაღრმავებისთვის.
აღსანიშნავია ის რომ, ჩვენი ორგანიზაციის წევრი ქალბატონები არიან სხვადასხვა სფეროს ნიჭიერი წარმომადგენლები. მოვისმინეთ მათ მიერ შესრულებული სიმღერები და ლექსები.ქალბატონების თქმით მსგავსი საღამოები საჭირო და აუცილებელია.
“ლიდერ ქალთა საზოგადოების” დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა ქალბატონმა ნათია შათირიშვილმა დააანონსა მომდევნო ტრენინგების და ასევე მომავალი დაჯილდოების ღონისძიება, რომელიც ივნისის თვეში გაიმართება.
,,ლიდერ ქალთა საზოგადოება” მუდმივად იზრუნებს იმაზე, რომ საზოგადოების წევრი ქალბატონები სხვადასხვა საინტერესო აქტივობებით გაანებივროს.