მაისი 20, 2024 04:31

„ინოვატორი სტომატოლოგი და ტრენერი – 2022“ – თინათინ მუშკუდიანი

„ლიდერ ქალთა საზოგადოება“ ნომინაციაზე  „ინოვატორი სტომატოლოგი და ტრენერი – 2022“

წარმოგიდგენთ ქალბატონ თინათინ მუშკუდიანს.

იგი გახლავთ გერმანული იმპლანტაციის ცენტრის IFZI GmbH ტრენერი და სტომატოლოგიის სფეროში საკუთარ ცოდნასა და  გამოცდილებას უზიარებს სხვადასხვა ქვეყნის ექიმებს. ამავდროულად ის ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის ლექტორია და გახლავთ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, სტომატოლოგიური კლინიკა „ დენტ ადეპტ+“-ის , რომელიც თბილისში უმაღლესი ხარისხის მსოფლიოში წამყვანი ბრენდების planmeca ,imes-icore GmbH biolaser აპარატურით აღჭურვილი ორი ფილიალით არის წარმოდგენილი.

სტომატოლოგი მამის გავლენით მომავალი პროფესია ბავშვობიდან არჩეული ჰქონდა.

ქალბატონი თინათინი მუდმივად სიახლეების ძიებასა და საკუთარ კლინიკაში მათ დანერგვაზეა ორიენტირებული. ერთ-ერთმა პირველმა გამოიყენა ინოვაციური ტექნოლოგიები იმპლანტოლოგიის მიმართულებით და ასევე წარმატებით დანერგა უცხოური პრაქტიკა საქართველოში მხატვრული რესტავრაციის კუთხით.

კლინიკა საკუთარი ძალებით დააარსა და მას შემდეგ მუდამ განვითარებაზე, გაფართოებაზე და სიახელეების დანერგვაზეა ორიენტირებული, კლინიკის სახელიც სწორედ ლათინური სიტყვიდან მოდის და მიღწევას ნიშნავს. ქალბატონ თინათინთ  და თავად კლინიკა „დენტ ადეპტ+“-ს კი ნამდვილად შეუძლია იამაყოს საკუთარი მიღწევებით.

როგორც ქალბატონი თინათინი აღნიშნავს, ის ხშირად აყენებდა საკუთარ თავს პაციენტის ამპლუაში და სწორედ აქედან გამომდინარე ცდილობდა საკუთარი კლინიკის ფორმაციას, განვითარებას და მომსახურების კუთხით სიახლეების დანერგვას. შესაბამისად საერთაშორისო გამოცდილებაზე დაფუძნებული კლინიკა სრულადაა აღჭურვილი თანამედროვე აპარატურით, ხარისხიანი მასალითა და პროფესიონალი ექიმებით.

ამბობს, რომ მის მიერ განვლილი გზა პიროვნულ და პროფესიულ წარმატებამდე მარტივი არ ყოფილა, თუმცა არა იმიტომ, რომ ქალია:

  • ნამდვილად არ ყოფილა მარტივი განვითარების კვალდაკვალ ამ მდგომარეობის მიღწევა, თუმვა, ვგონებ, ამაში გენდერის გათვალისწინება უადგილო იქნება, ნებისმიერი სქესისა და ეროვნების ადამიანისთვის ქალს და მამაკაცს სხვადასხვა სახეობის წინაღმდეგობა ხვდება ცხოვრების გზაზე ეს არის და ეს.

ამხელა ცხოვრებისეული გამოცდილების, მიღწევების, წარმატებებისა და აღიარებების ფონზე, ქალბატონი თინათინი თავის მთავარ მიღწევად მიიჩნევს იმას, რომ არაფერს მასზე, როგორც პიროვნებაზე უარყოფითი გავლენა არ მოუხდენია და დარჩა იმავე ადამიანად, რაც მანამდე იყო:

  • არ ვიცვლები ბუნებით, მხოლოდ ვიზრდები პიროვნულად – ეს არის ჩემი ყველაზე ფასეული მიღწევა.

კითხვაზე, რას იტყოდა ქალის როლზე ჩვენს საზოგადოებაში, იუმორით პასუხობს:

  • ყველა მამრი ქალის გაჩენილია – ამით ყველაფერია ნათქვმი და სხვა დანარენი ჩამოთვლად არ ღირს…

საკუთარი  გამოცდილებიდან გამომდინარე, ქალებს,რომლებიც ახლა დგამენ საკუთარ პროფესიასა თუ საქმეში პირველ ნაბიჯებს, ურჩევს:

  • არ დაიშურონ დრო და ენერგია ბიზნესში , ერთადერთი ,ვისაც უნდა შეეჯიბრონ, დაამარცხონ და უპირობოდ აჯობონ, თავადვე არიან გუშინდელ დღეს!

https://www.facebook.com/dentadept1

 

კომენტარის დატოვება