მარტი 29, 2024 03:53

ილია ნიკაჭაძის ტრენინგი “მოტივაციის ფსიქოლოგია” “ლიდერ ქალთა საზოგადოების” წევრებისათვის

გუშინ, 24 ნოემბერს სასტუმრო დი პლაზას საკონფერენციო დარბაზში „ლიდერ ქალთა საზოგადოების“ ეგიდით გაიმართა ტრენინგი თემაზე „მოტივაციის ფსიქოლოგია“.
ტრენერი გახლდათ psychologist.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი, NLP Coach მასტერი და ენეაგრამაში საავტორო პროგრამის ავტორი ბატონი ილია ნიკაჭაძე.
ტრენინგი იმდენად საინტერესოდ და მხიარულად წარიმართა, იმდენად აქტიურად იყვნენ მასში ჩართულები ჩვენი ქალბატონები, რომ მისმა ხანგრძლივობამ დაგეგმილს გადააჭარბა.
ყავის შესვენება კი ქალბატონებმა ნაყოფიერად გამოიყენეს და მოახერხეს ერთმანეთთან საუბარიდა ფოტოების გადაღება.
ტრენერმა ილია ნიკაჭაძემ „ლიდერ ქათა საზოგადოების“ თითოეულ წევრს საჩუქრად გადასცა 50%-იანი ფასდაკლება ინდივიდუალურ ტრენინგებზე.
თუმცა იყო განსაკუთრებული სიურპრიზიც: ჩვენი ორგანიზაციის წევრს, ქალბატონ ნინო ქოქიაურს, თავისივე პორტრეტი გადასცა საჩუქრად „ლიდერ ქალთა საზოგადოების“ პიარის სამსახურის წარმომადგენელმა, ნიჭიერმა თვითნასწავლმა მხატვარმა, ქალბატონმა ია გოგოლაძემ.
ტრენინგის დასასრულს თითოეულ მათგანს გადაეცა სერთიფიკატები და ტრენერთან ერთად გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები.
ქალბატონმა ნათია შათირიშვილმა დააანონსა მომდევნო ტრენინგების თემატიკა და ასევე მომავალი დაჯილდოვების ღონისძიება, რომელიც თელავში გაიმართება.
„ლიდერ ქალთა საზოგადოება“ მუდმივად იზრუნებს იმაზე, რომ საზოგადოების წევრი ქალბატონები გაანებივრონ სხვადასხვა საინტერესო აქტივობით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.