აპრილი 12, 2024 20:44

ქეთული ნეფარიძე-„გაყიდვების ლიდერი 2022“

„ბუნებამ გადაწყვიტა, რომ ყველა ქალი იყოს ლიდერი. თუნდაც იმიტომ, რომ შვილს აჩენს და ამაზე დიდი ქმნილება არაფერია დედამიწაზე”…
“ყველა ქალში გენეტიკურად არის ლიდერობის ჩანასახი და შემდეგ დამხმარე პორობებით კიდევ უფრო ძლიერდება და წარმატებული ხდება“…
ეს სიტყვები ეკუთვნის ქალბატონ ქეთევან ნეფარიძეს, რომელიც ნამდვილად უპირობო ლიდერია.
ის გახლავთ წარმატებული,შემდგარი და ძლიერი ქალბატონი, რომელიც არ უშინდება დაბრკოლებებს და დიდ წარმატებას აღწევს.
ქალბატონი ქეთევან ნეფარიძე გახლავთ „იაპონური სახლის” დამფუძნებელი. აღნიშნულმა კომპანიამ საქართველოში შემოიყვანა იაპონური კომპანია “შისეიდო“, რომელიც წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე.
 „ლიდერ ქალთა ორგანიზაციის“ ბორდის წევრებმა ქალბატონი ქეთევანი წარადგინეს ნომინაციაზე
„გაყიდვების ლიდერი 2022“ და მას, როგორც ღირსეულ კანდიდატს გადაეცა კიდეც ჯილდო.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.