მარტი 29, 2024 11:37

ციცი ბეროზაშვილი-“წლის ქველმოქმედი ქალი 2022”

    სიტყვა “ქველმოქმედი” მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან და აღნიშნავს ადამიანი, რომელიც ეწევა საქველმოქმედო საქმიანობას.
ქველმოქმედები არიან ალტრუისტი ადამიანები, რომლებიც მთელი გულითა და სიამოვნებით ეხმარებიან გაჭირვებულებს, ცდილობენ მათი ცხოვრების გამარტივებას და საპასუხოდ არაფერს ელიან.
ასეთი ადამიანების მთავარი მახასიათებელი ჰუმანურობა, სიკეთე, პოზიტიურიობა და თავდაჯერებულობაა. ისინი აცნობიერებენ ფაქტს ,რომ ღმერთმა გვარგუნა ერთი ცხოვრება, ერთი შანსი, ერთადერთი ბილეთი დაუვიწყარი მოგზაურობისა, რომელსაც სიცოცხლე ეწოდება. ამდენად მათ გულწრფელად აინტერესებთ გარშემომყოფთა ბედი და ზრუნავენ მათ კეთილდღეობაზე.
      სწორედ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი თვისებითაა შემკული ქალბატონი  ციცი ბეროზაშვილი , რომელიც “ლიდერ ქალთა საზოგადოებამ” აღმოაჩინა…
მოგეხსენებათ, 18 აპრილს სასტუმრო “ჰილტონ გარდენში” “ლიდერ ქალთა საზოგადოების” ორგანიზებით გაიმართა გრანდიოზული ღონისძიება, სადაც ქალბატონი ციცი ბეროზაშვილი წარდგენილი იქნა ნომინაციაზე “წლის ქველმოქმედი ქალი 2022” და გადაეცა შესაბამისი ჯილდო:🏆
გილოცავთ ქალბატონო, ციცი. ჩვენ ერთად ძალიან ბევრ და საინტერესო საქმეებს გავაკეთებთ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.