ნოემბერი 3, 2026 02:03

საერთაშორისო შესაძლებლობები ლიდერ ქალთა საზოგადოების წევრებისა და მათი შვილებისთვის!

✈️ გსურთ იმოგზაუროთ ევროპაში, მიიღოთ საერთაშორისო გამოცდილება და აღმოაჩინოთ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ახალგაზრდული პროექტები?
❤️ ლიდერ ქალთა საზოგადოების პარტნიორი, კოლეჯი საერთაშორისო განათლების აკადემია ბიდისი, ჩვენი საზოგადოების წევრ ქალბატონებსა და მათ შვილებს სთავაზობს შესაძლებლობას, მონაწილეობა მიიღონ სპეციალურ საინფორმაციო-საორიენტაციო შეხვედრაში, რომელიც ახალგაზრდულ ორგანიზაცია Umbrella-სთან თანამშრომლობით გაიმართება.
☂️ შეხვედრის მიზანია მონაწილეებს გააცნოს საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამები, ევროპული გაცვლითი პროექტები და ახალგაზრდებისთვის ხელმისაწვდომი შესაძლებლობები.
✨ შეხვედრაზე შეიტყობთ:
🔹 რა არის Erasmus+ და European Solidarity Corps (ESC);
🔹 რა განსხვავებაა ახალგაზრდულ გაცვლებს, ტრენინგკურსებსა და მოხალისეობრივ პროექტებს შორის;
🔹 რა ხარჯებს ფარავს ევროკავშირის დაფინანსება;
🔹 როგორ მოიძიოთ საერთაშორისო პროექტები და მიმდინარე შესაძლებლობები;
🔹 როგორ შეავსოთ განაცხადი და მოამზადოთ სამოტივაციო წერილი.
📅 10 ნოემბერი, 2026
🕒 15:00
🏫 კოლეჯი საერთაშორისო განათლების აკადემია ბიდისი
📍 თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი №189
🚪 აუდიტორია №15
📝 რეგისტრაცია: https://forms.gle/cSwjxwdbQJidNmbZ7
🎟️ მონაწილეობა უფასოა!
💫 ლიდერ ქალთა საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ქალთა პროფესიული და პიროვნული განვითარება, არამედ მათი ოჯახებისა და მომავალი თაობის მხარდაჭერაც.
🚀 გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა, აღმოაჩინეთ ევროპული საგანმანათლებლო პროგრამები და გადადგით პირველი ნაბიჯი ახალი საერთაშორისო გამოცდილებისკენ!

კომენტარის დატოვება