ნომინაციაში „წლის წარმატებული სტარტაპი-2022“ წარმოგიდგენთ კომპანია “ტომარა“-ს
„ლიდერ ქალთა საზოგადოება“ ნომინაციაში
„წლის წარმატებული სტარტაპი-2022“ წარმოგიდგენთ კომპანია
“ტომარა“-ს
ტომარა • Tomara და მის ხელმძღვანელს, ქალბატონ ანა ჭიქაბერიძეს.
კომპანია სხვადასხვა თემატიკის სასაჩუქრე ნაკრებებს ამზადებს თქვენი ბედნიერი დღეების კიდევ უფრო გასახალისებლად. რაკიღა პროდუქციის ძირითადი ნაწილი მოთავსებულია დეკორატიულ ტომრებში, სახელიც სწორედ აქედან მომდინარეობს.
ტომარას დამფუძნებელი ქალბატონი ანა გვიყვება, რომ „ტომარას“ შექმნის ისტორია მეგობრისთვის გამზადებული ორიგინალური, პერსონალური ფოტოებით დაბრენდილი შოკოლადის ჩუქებებით დაიწყო.
• ერთ დღეს მივდიოდი მეგობრის დაბადების დღეზე, ისეთი მეგობრის რომელსაც ვერანაირი საჩუქრით ვერ გავაკვირვებდი, მომივიდა შოკოლადების შექმნის იდეა პერსონალური ფოტოებით, დავამზადე, ვაჩუქე და ამ განსხვავებულმა საჩუქარმა არა მხოლოდ იუბილარის, არამედ სტუმართაგან უკლებლივ ყველას აღფრთოვანება გამოიწვია. მივხვდი, რომ ბაზარზე იყო მსგავსი კრეატიული საჩიქრებისადმი მოთხოვნა და სწორედ ეს იყო ინსპირაცია, რომ ამ საქმისთვის ბიზნესის სახე მიმეცა და „ტომარა“ დღეს ერთ-ერთი წარმატებული სტარტაპია.
„ტომარას“ ბაზარზე არსებული სხვა მსგავსი პროფილის კომპანიებისაგან ბევრი დეტალი გამოარჩევს. პირველი, რა თქმა უნდა, ხელმისაწვდომობა. კომპანია აწარმოებს ბიუჯეტურ ორიგიბალურ და ლამაზ საჩუქრებს, ასევე რაც ყველაზე მთავარია, პროდუქცია არის ეკო წარმოების და ხელნაკეთი, ღვინოსაც კი, რომელიც სასაჩუქრე ნაკრებების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია, თავადვე ამზადებენ.
კომპანია „ტომარა“ გამორჩეულია დასაქმებისა და სოციალური პასუხისმგებლობის კუთხითაც. დამფუძნებელი ქალია და შესაბამისად, კარგად ესმის, რამდენაც მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყანაში ქალთა ხელშეწყობა.
• ჩვენს კომპანიაში ძირითადად ქალები არიან დასაქმებულები. პრიორიტეტი ენიჭებათ სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან, განქორწინებულ ქალებს, მათ, ვისაც განსაკუთრებით ჭირდებათ მხარდაჭერა და მზრუნველობა. ჩვენი შესაძლებლობების ფარფლებში ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ქალბატონები ჩვენს ირგვლივ იყვნენ ბედნიერები.
ქალბატონი ანა, საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, ქალებს, რომლებიც ახლა დგანან პროფესიული გადაწყვეტყილების მიღებისა თუ საკუთარი საქმის დაწყების ეტაპზე, უსურვებს:
• პირველ რიგში მათ ვუსურვებ უდიდეს მოტივაციას, ნებისყოფას, გამბედაობას, ერმანეთის თანადგომას და სიყვარულს. გახსოვდეთ, ულამაზესო ქალბატონებო, მაშინ კი არ მარცხდებით, როცა რაღაც არ გამოგდით, მარცხდებით მაშინ, როცა აღარ ცდილობთ.